როგორ მოვამზადოთ ნამცხვარი “დუნაის ტალღები” ვაშლითა და მოხარშული კრემით

1414

კლასიკური დესერტი “დუნაის ტალღები” (გერმანულად: Donauwelle) ჩვენთან გერმანული და ავსტრიული სამზარეულოდან მოვიდა, სადაც მას მოიხსენიებენ, როგორც კულინარიულ შედევრს.

ნამცხვარი ძალიან ლამაზი და გემრიელია, იგი შეიცავს შთამბეჭდავ ინგრედიენტებს, რომლებიც გურმანებს ძალიან უყვართ.

ორ ფერიანი ბისკვიტი, მოხარშული კრემი, წვნიანი ალუბალი (რომელიც რეცეპტში ვაშლით შევცვალეთ) და ყველაზე მთავარი – ნაზი, დელიკატური შოკოლადის განაშე.

ასეთი კომბინაცია არცერთ ტკბილეულის მოყვარულს არ დატოვებს გულგრილს.

ძალიან გემრიელი ვაშლის ნამცხვარი

ინგრედიენტები ბისკვიტისთვის

  • 300 გრ ფქვილი
  • 3 ც კვერცხი
  • 150 გრ შაქარი
  • 150 მლ რძე
  • 120 გრ მცენარეული ზეთი
  • 2 ჩ.კ. მცენარეული ზეთი
  • 2 ს.კ. კაკაო და 2 ს.კ. რძე
  • 2-3 ც ვაშლი
  • 25×25 საცხობი ფორმა

ინგრედიენტები კრემისთვის

  • 400 მლ რძე
  • 120 გრ შაქარი
  • 70 გრ ფქვილი
  • 10 გრ ვანილის შაქარი
  • 150 გრ კარაქი

ინგრედიენტები განაშესთვის

  • 150 გრ შავი შოკოლადი
  • 100 მლ ნაღები
  • 50 გრ კარაქი

მომზადების წესი

1. ათქვიფეთ კვერცხი შაქართან ერთად 3-5 წუთის განმავლობაში.

2. დაუმატეთ მცენარეული ზეთი, რძე და ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად. ათქვიფეთ რამდენიმე წუთით.

3. მიღებული მასის ნახევარი ცალკე თასში გადაიტანეთ. დარჩენილ ნახევარს დაუმატეთ კაკაო და 2 ს.კ. რძე. ათქვიფეთ, სანამ კაკაო მთლიანად გაიხსნება.

4. საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი და ჩაასხით მასში ღია ფერის ცომი.

5. ზემოდან დაასხით მუქი ფერის ცომი.

6. გათალეთ ვაშლი, “გული” მოაშორეთ და პატარა ნაჭრებად დაჭერით.

7. ვაშლის ნაჭრები ცომის ზემოდან დაალაგეთ და თითებით მსუბუქად დააჭირეთ მათ, რომ უფრო გამოხატული “ტალღები” შექმნათ. ვაშლის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ალუბალი (როგორ კლასიკურ რეცეპტში) ან სხვა კენკრა და ხილის ნაჭრები.

8. შედგით ნამცხვარი 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და გამოაცხვეთ 20-30 წუთით.

9. ახლა დროა მოამზადოთ კრემი. ღრმა თასში შეურიეთ ერთმანეთს კრემის ყველა ინგრედიენტი კარაქის გარდა. მოურიეთ, დაადგით მასა საშუალო ცეცხლზე და მოადუღეთ, სანამ ძალიან გასქელდება.

10. ცოტახნით ათქვიფეთ კარაქი. თანდათან დაუმატეთ მოხარშული მასა ისე, რომ თქვეფა არ შეწყვიტოთ.

11. მიღებული მოხარშული კრემი წაუსვით ნამცხვრის ფენას და ზედაპირზე თანაბრად გადაანაწილეთ.

12. განაშეს მოსამზადებლად დატეხეთ შოკოლადი პატარა ნაწილებად და ჩაყარეთ მოსახერხებელ ჭურჭელში.

13. ნაღები და კარაქი კარგად გააცხელეთ, მაგრამ არ მოადუღოთ.

14. ჩაასხით ცხელი ნაღები და კარაქი შოკოლადში და მაშინვე მოურიეთ. შედეგად უნდა მიიღოთ სქელი, პრიალა, ერთგვაროვანი მასა.

15. კრემის ზემოდან თანაბრად გადაანაწილეთ განაშე.

16. ნამცხვარი რამდენიმე საათით მაცივარში შეინახეთ.

17. შემდეგ კი დაჭერით ნაჭრებად.

ნამცხვარი “დუნაის ტალღები” მზადაა. გემრიელად მიირთვით!