როგორ მოვამზადოთ ლავაში საშინაო პირობებში

2922

რა შეიძლება მოვამზადოთ მინიმალური ინგრედიენტებით 15 წუთში? თუ გამოუვალ მდგომარეობაში ხართ და კერძების მოსამზადებლად ბევრი დრო არ გაქვთ, ჩვენ გასწავლით, როგორ მოამზადოთ თხელი, უნივერსალური ლავაში საშინაო პირობებში. მისი მომზადება შეგიძლიათ როგორც ტკბილი, ისე მარილიანი შიგთავსით.

როგორ მოვამზადოთ ლავაში სახლში

ჩვენ მიერ შემოთავაზებული რეცეპტით ლავაშის მოსამზადებლად მხოლოდ რამდენიმე მარტივი ინგრედიენტი, ტაფა და 20 წუთი დაგჭირდებათ. მოდით, საქმეს შევუდგეთ.

ინგრედიენტები

  • 200 გრ ფქვილი
  • 200 მლ წყალი
  • 1 ს.კ. მდოგვი
  • 2 ს.კ. მცენარეული ზეთი

მომზადების წესი

1. შეურიეთ წყალი, მდოგვი და ზეთი ერთმანეთს. თუ ფრანგული მდოგვი არ გაქვთ, შეგიძლიათ ჩვეულებრივით ჩაანაცვლოთ.

2. აადუღეთ წყალი და დაასხით იგი გაცრილ ფქვილს. კარგად მოურიეთ და მიღებული მასა გააცივეთ. სურვილისამებრ ცომში შეგიძლიათ კამის დამატება, ასე ლავაში გაცილებით ლამაზი და არომატული გამოგივათ.

3. მაგიდის ზედაპირზე მოაბნიეთ ფქვილი და გაცივებული ცომი გაყავით თანაბარ ნაწილებად.

4. ძალიან თხლად გაიყვანეთ ცომი, იგი საკმაოდ ვველასტიურია, ამიტომ მისი გაყვანა საკმაოდ მარტივია.

5. შეწვით ლავაშები საშუალო ცეცხლზე, მშრალ გაცხელებულ ტაფაზე, ორივე მხარეს 30 წამით.

როგორც ხედავთ, ლავაშის მომზადება ძალიან მარტივია, ხოლო შიგთავსი თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ აირჩიოთ. მასში შეგიძლიათ მოათავსოთ გახეხილი ყველი ან კვერცხი მწვანილით.