როგორ მოვამზადოთ კრემიანი ფუნთუშები კეფირზე

1084
Small homemade donuts for party

უკვე მერემდენეჯერ ვრწმუნდები, რომ ბებიის რეცეპტი ყოველთვის საუკეთესოა. სიმართლე გითხრათ, მეგონა ბებიის ხელთ არსებული ყველა რეცეპტი ვიცოდი. თურმე ყოფილა ერთი რეცეპტი რომელიც ბებიას არ ჩაუწერია თავის კულინარიულ წიგნში.

“ჰაჰარაშკი” – სწორედ ასე ქვია კერძს, რომლის შესახებაც მეც ახლახანს გავიგე. ჰაჰარაშკი – ეს არის მინიატურული კრემიანი ფუნთუშები, თავზე მოყრილი შაქრის ფხვნილით. კლასიკურ ჰაჰარაშკებს ამზადებენ შიგთავსის გარეშე, რაც მათი მომზადების დროს ძალიან ამცირებს. მაგრამ თუ თქვენ გაქვთ ცოტაოდენი დრო შიგთავსის მომზადებაც შეგიძლიათ.

ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, არომატული, ჰაეროვანი და მადისაღმძვრელი ჰაჰარაშკის მომზადების რეცეპტს, რომელიც ძლიან უხდება ჩაის. მათ მომზადებას სჭირდება მინიმალური დრო, ხლო შედეგი კი ნამდვილად გაგაოცებთ.

ჰაჰარაშკი კეფირზე

ინგრედიენტები

  • 400მლ კეფირ
  • 400გ ფქვილი
  • 2 კვერცხი
  • 3 სუფრის კოვზი შაქარი
  • 10გ ვანილი
  • 12გ გამაფხვიერებელი
  • 1/3 ჩაის კოვზი მარილი
  • 250მლ მცენარეული ზეთი

მომზადება

1.აიღეთ ღრმა ჯამი და მასში ჩაასხით კეფირი.

2.ჯამში ათქვიფეთ კვერცხი და დაუმატეთ შაქარი. კარგად მოურიეთ ინგრედიენტებს, დაუმატეთ მარილი და შაქარი.

3.გაცერით ფქვილი და გამაფხვიერებელი, დაუმატეთ დანარჩენ ინგრედიენტებს.

4.კარგად მოურიეთ ცომის მასას.

5.ჰაჰარაშკის შესაწვავად, ქვაბში ჩასხით მცენარეული ზეთი და გააცხელეთ, რის შემდეგაც ცეცხლი დაარეგულირეთ საშუალომდე.

6.ცომი აიღეთ ჩაის კოვზის საშუალებით და მეორე ჩაის კოვზით ჩააცურეთ გაცხელებულ ზეთში.

7.კრემიანი ფუნთუშები შეწვით საშუალო ცეცხლზე.

8.მას შემდეგ რაც ჰაჰარაშკები მიიღებენ ოქროსფერ ფერს, ისინი ამოიღეთ ზეთიდან და მოათავსეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა მოსცილდეს ზედმეტი ცხიმი.

მზა ფუნთუშები შეგიძლიათ ამოავსოთ შოკოლადით ან შესქელებული რძით საკონდიტრო ნემსის დახმარებით. შიგთავსისთვის გამოდგება ნებისმიერი ჯემი. მაგრამ შიგთავსის გარეშეც შაქრის ფხვნილმოყრილი ფუნთუშები ძალიან გემრიელია.

ახლა კი როდესაც თქვენ იცით, როგორ მოამზადოთ სწრაფად ჰაჰარაშკები. თუ თქვენ გეწვწვათ მოულოდნელად სტუმარი აუღელვებლად სულ რამდენიმე წუთში შეძლებთ მის გამასპინძლებას ამ საოცარი ტკბილეულით.