როგორ მოვამზადოთ გემრიელი ტკბილეული “ფიჩხები”

1596

ბავშვობაში ძალიან მიყვარდა კერძების მომზადება და ხშირად ვამზადებდი სადღესასწაულო კერძებს, ვაცხობდით ღვეზელებს, ორცხობილებს და სხვა დესერტებს. ჩვენთვის ერთ-ერთი განსაკუთრებული ტკბილეული იყო “ფიჩხები”. ბებია ამ ტკბილეულს ძალიან ხშირად, სულ რამდენიმე წუთში გვიცხობდა. ცომის პატარა ნაწილებს ამაგრებდა ერთმანეთს კვანძებად.

ჩემს შვილებს ძალიან უყვართ ეს ტკბილეული, ამიტომ ხშირად ვაცხობ “ფიჩხებს” ბებიას რეცეპტით. მართალია, ჩემი შაქრის პუდრი ლერწმისგანაა დამზადებული და არა ჭარხლისგან, მაგრამ მთავარია, სახლში დარიჩინის სასიამოვნო სუნი ტრიალებს, თავში კი ბავშვობის დროინდელი ლექსები ჰარმონიული რიტმით ჟღერს.

ბებიას ფიჩხები

ინგრედიენტები

  • 2 ჭიქა ფქვილი
  • 2 ც კვერცხი
  • 2 ს.კ. რძე
  • 3/4 ჭიქა შაქარი
  • 1/2 ჩ.კ. მარილი
  • 1/2 ჭიქა მზესუმზირის რაფინირებული ზეთი შესაწვავად და 2 ს.კ. ცომისთვის

მომზადების წესი

  1. კვერცხი, შაქარი, მარილი და რძე დააბლენდერეთ დაახლოებით 2 წუთით. თანდათან დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი.
  2. გაყავით ცომი 4 ნაწილად, თითოეული გაიყვანეთ თხელ ფირფიტად. შემდეგ დაჭერით 8×3 სმ-იან ზოლებად და თითოეულის შუაგულში გააკეთეთ მოგრძო ჭრილი.
  3. აიღეთ ცომის ერთი ზოლი, ერთი მხარე მოათავსეთ ცენტრალურ ჭრილში და შემდეგ თავის ადგილას დააბრუნეთ. თუ ცომი საკმარისად ელასტიურია, შეგიძლიათ რამდენჯერმე გაიმეოროთ ეს პროცედურა, ასე ხვეულები გამოგივათ.
  4. ქვაბში გააცხელეთ ზეთი და მოათავსეთ რამდენიმე “ფიჩხი” მასში. როდესაც ფიჩხები ამოტივტივდება და ფერს შეიცვლის, ამოალაგეთ ნახვრეტებიანი კოვზით.
  5. დაალაგეთ ტკბილეული ქაღალდის ხელსახოცზე, რომ მოშორდეს ზედმეტი ცხიმი, შემდეგ კი თეფშზე გადაიტანეთ. ზემოდან დარიჩინი და შაქრის პუდრი მოაყარეთ.

სულ ესაა, ტკბილეული მზადაა. გემრიელად მიირთვით!