როგორ მოვამზადოთ გახსნილი ლათინური ნამცხვარი

1051

დეტექტიური ჟანრის ოსტატი ჟორჟ სიმენონი ძალიან განათლებული იყო კულინარიულ სფეროშიც, მან ძალიან კარგად იცოდა ყველა ის საიდუმლო, რაც საუკეთესო კერძის შესაქმნელად იყო საჭირო. მის რომანებში ხშირად შეხვდებთ სხვადასხვა კერძებს, რომელიც ხახლმა გაიცნო, როგორც “მადამ მერგეთის რეცეპტები”.

მათ ორის იხვი ფორთოხლით, შემწვარი ცხვარი კარტოფილით, პომიდვრის სუფი, რაგუ წითელი წიწაკით, ბრინჯის ტორტი, შოკოლადის პროფიტროლი, ლიმონის კრემი და რათქმაუნდა კიში ლათინურად – კომისარი მერგეთის საყვარელი კერძი. და დღეს ჩვენი რედაქცია ამ საოცარი კერძის მომზადებას გასწავლით.

კიში სოკოთი

კიში – ეს არის გახსნილი ნამცხვარი დაჭრილი ცომით და მარილიანი შიგთავსით. ზოგ დიასახლის დაჭრილი ცომი ფენოვანი გონია, მაგრამ ეს ასე არ არის. დაჭრილი ცომი – ეს არის მატყუარა ფენოვანი. მაას ამზადებენ სითხის გარეშე ან მისი მინიმალური რაოდენობით.

დაჭრილი ცომის მარტივად მოსამზადებლასდ – ფქვილი ჩახარეთ ჯამში და კარგად მოზილეთ გაგრილებულ კარაქთ ან ერთად. შემდეგ ამ მასას დაუმატეთ გამაფხვიერებელი და თხევადი ინგრედიენტები (წყალი, რძე, არაჟანი), მოზილეთ და მიეცით ბურთის ფორმა. ამის შემდეგ შეინახეთ მაცივარში 15 წუთი.

ამ ცომ არ უყვარს ინტენსიურად ზელვა. თქვენი ხელის მოძრაობებით ცომი გამოიმუშავებს გლუტენს, ამიტომაცის ფენოვანს არ დაემსგავსება. გაგრილებისას ცომში წრმოიმნება ფენები, რადგან კარაქი არ ლღვება და არ ერევა ფქვილს.

კლასიკურ გახსნილ ნამცხვარს ამზადებენ ბეკონით, კარაქით და ასევე ასხამენ კვერცხისა და ზეთის ნარევს. სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ სოკო, მწვანილი, პომიდორი და სხვა ბოსტნეულიც.

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 500გ ფქვილი
  • 250გ კარაქი
  • 1 კვერცხი
  • 5 სუფრის კოვზი წყალი
  •  მწიკვი მარილი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 150გ შებოლილი ლორი ან ბეკონი
  • 200გ ქამა სოკო
  • 3 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 1 ხახვი
  • 100გ ყველი
  • 70გ დარბილებული პომიდორი
  • 2 კბილი ნიორი

შესაკაზმი ინგრედიენტები

  • 400მლ ნაღები
  • 2 კვერცხი
  • მარილი და სანელებლები გემოვნებით

მომზადება

1.კარაქი დაჭერით კუბიკებად და საყინულეში მოათავსეთ 10 წუთი.

2.გაცხრილ ფქვილს დაუმატეთ გაყინული კარაქი. მიღებულ მშრალ მასას დაუმატეთ კვერცხი და გაყინული წყალი, ცომს მიეცით ბურთის ფორმა. მოათავსეთ პაკეტში და შეინახეთ მაცივარში 40 წუთი.

3.ამასობაში გაასუფთავეთ და დაჭერით ხახვი და სოკო. შეწვით მცენარეულ ზეთში. დაამარილეთ და დაუმატეთ დაჭრილი ნიორი. შესაკაზმისთვის ნაღებს დაუმატეთ ათქვეფილი კვერცხი. მოაყარეთ მარილი და წიწაკა გემოვენბით.

4.დასვენეული ცომი გადაანაწილეთ ფორმაში, ამოიყვანეთ კუთხეები და დაჩხვლიტეთ ჩანგლით.

5.ცომზა დაალაგეთ შებოლილი ლორის ნაჭრები, სოკოს შიგთავსი და დარბილებული პომიდორი. მოაყარეთ გახეხილი ყველი და მოასხით ნაღებისა და კვერცხის მასა.

6.ნამცხვარი გამოაცხვეთ 30-45 წუთი (დრო დამოკიდებულია მის ზომაზე) 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. გემრიელად მიირთვით!

ამ რეცეპტით შეგიძლიათ მოამზადოთ ნამცხვარი ნებისმიერი შიგთავსით. იქნება ეს კიში ქათმით და სოკოთი თუ თევზით და ბროკოლით. ხრაშუნა ცომი და რბილი შიგთავსი ძალიან მოეწონებათ თქვენს ოჯახის წევრებს.