როგორ მოვამზადოთ გამომცხვარი მაკარონი ყველით

1368

გამომცხვარი მაკარონი – ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ნოყიერი კერძია მაკარონისგან. ასეთი ტიპის რეცეპტები საშუალებას გვაძლევს მოქმედებაში მოვიყვანოთ ჩვენი ფანტაზია და ჩვენი გემოვნების მიხედვით ავარჩიოთ წვნიანი შიგთავსი. ჩემი აზრით ყველის შიგთავსი ზუსტად ის არის, რაც გვჭირდება.

დიდი რაოდენობით ყველის დამსახურებით, მაკარონი ხდება ნაზი და მადისაღმძვრელი. ამ კერძს თუ დაუმატებთ სოკოს სოუსს, თქვენ მიიღებთ ნამდვილ კულინარიულ შედევრს. მოამზადეთ ამ რეცეპტის მიხედვით და შეაფასეთ კერძი.

ინგრედიენტები

  • მაკარონი 400გ
  • პრასი 1 ცალი
  • ქამა სოკო 500გ
  • მზესუმზირის ზეთი 35გ
  • ნაღები 250მლ
  • რძე 250მლ
  • ცოტაოდენი ნიგოზი
  • ნიორი 2 კბილი
  • ოხრახუში 20გ
  • კვერცხი 2 ცალი
  • ყველი 50გ
  • მოცარელა 100გ

მომზადება

1.ამ კერძის მოსამზადებლად ჩვენ ვიყენებთ მილის ფორმის მაკარონს. კარგად მოხარშეთ ის. ამასობაშ დაჭერით პრასი წვრილ რგოლებად, ჩაალბეთ წყალში და განაცალკევეთ რგოლები ერთმანეთისაგან.

2.გაასუფთავეთ ქამა სოკო, გარეცხეთ და ოთხად გაჭერით. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი, მასზე შეწვით პრასი. ცოტა მოგვიანებით დაუმატეთ სოკოც. 3 წუთის შემდეგ დაუმატეთ ცხიმიანი ნაღები და ნახევარი რძე.

3.მოაყარეთ მარილი, წიწაკა და ნიგოზი. ცეცხლზე დატოვეთ 5-10 წუთი. შემდეგ დაჭყლიტეთ ნიორი, ხოლო ოხრახუში დაჭერით. დაუმატეთ სოუსის მასას და გადმოიტანეთ ცეცხლიდან.

4.სოუსი დააბლენდერეთ ისე, რომ სოკო შეუმჩნელი გახდეს. ერთმანეთისაგან დააცალკევეთ კვერცხის ცილა და გული, მოურიეთ და დაუმატეთ დარჩენილი რძე.

5.მოხარშულ მაკარონს დაუწრიტეთ წყალი, ხოლო თვითონ მაკარონის მილები მოათავსეთ ფორმაში ნახვრეტით ზემოთ. გაგრილებულ სოკოს სოუსს მოასხით კვერცხის გული რძით. გახეხეთ ყველი. მოურიეთ ინგრედიენტებს.

6.მაკარონს მოასხით სოუსი ისე, რომ თანაბრად იყოს გადანაწილებული. კერძს ზემოდან მოაყარეთ გახეხილი მოცარელა. გამოაცხვეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთის განმავლობაში.

კერძის დაგემოვნებამდე აუცილებლად გააგრილეთ, რადგან ცხელი მაკარონი აუცილებლად ჩამოიშლება, ამს დასჭირდება დაახლოებით 10 წუთი. ამ კერძს ძალიან უხდება არაჟანი და კეჩუბი. გემრიელად მიირთვით!