როგორი სუპი უნდა მოამზადოთ დიდ ქვაბში

1839
Soup

არავის უნდა ყოველ დღე ერთიდაიგივეს ჭამა. როცა საქმე სუფის მომზადებას ეხება, რატომღაც ამ საქმის გაკეთება ყველას სწრაფად უნდა. უცოლოები ხარშავენ სუფს 5 წუთში, ხოლო დიასახლისები კარგი სუფის მოსამზადებლად საათობით დგანან გაზთან. მაგრამ თუ ორი ცნობილი სუფის რეცეპტს გავაერთიანებთ, მივიღებთ ნამდვილ სასწაულს.

დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ ისეთ რეცეპტს, რომელიც არასოდეს არ დაგავიწყდებათ. ამ სუფის მოხარშვა ნამდვილად უდიდეს ქვაბში მოგიწევთ.

ინგრედიენტები

  • 200გ ქათმის ფარში
  • 3 კარტოფილი
  • 1 სტაფილო
  • 1 კვერცხი
  • 1 ხახვი
  • 1 სუფრის კოვზი მაიონეზი
  • 1 სუფრის კოვზი მანანის ბურღული
  • 1 სუფრის კოვზი ფქვილი
  • მწვანილი

მომზადება

1.ქვაბში ჩაასიხთ წყალი და დაელოდეთ, მის ადუღებას. წყალში ჩააგდეთ შავი წიწაკის 2 მარცვალი და დაფნის ფოთოლი.

2.ამასობაში გასუფთავეთ ხახვი, სტაფილო და კარტოფილი. დაჭერით კარტოფილი კუბიკებად, ხოლო სტაფილო და ხახვი წვრილად დაჭერით.

3.ადუღებულ წყალში ჩაყარეთ კარტოფილი, ნახევარი ხახვი და ნახევარი სტაფილო.

4.დარჩენილი ხახვი და სტაფილო მცენარეულ ზეთში მოთუშეთ 1-2 წუთი. შემწვარი ბოსტნეულიც მოათავსეთ ქვაბში.

5.ფარშს დაუმატეთ მარილი, წიწაკა და ხახვი. კარგად მოურიეთ.

6.მანანის ბურღულს დაუმატეთ კვერცხი, მაიონეზი და ფქვილი. ასევე შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტა ნიორი, მარილი და წიწაკა, მასა უნდა გამოგივიდეთ სქელი – როგორც ცხიმიანი არაჟანი. ფქვილი შეიძლება დაგჭირდეთ მეტი რაოდენობით.

7.სველი ხელით დააგუნდავეთ ფარშ და მოათვსეთ სუფში.

8.როცა ხორცი მოიხარშება და ამოტივტივდება, სუფს დაუმატეთ მიღებული მასა და შემწვარი ბოსტნეული.

9.დაახლოებით 7-10 წუთში დაუმატეთ დაჭრილი მწვანილები და მოხარშეთ კიდევ 2 წუთი.

ეს სუფი ძალიან მოსწონთ ბავშვებსაც და დიდებსაც. მოამზადეთ და ისიამოვენთ. გემრიელად მიირთვით!