რითია არხანგელსკი ბორში უკრაინულზე უკეთესი? ამ სტატიაში შეიტყობთ!

745

უკრაინული ბორში მთელს მსოფლიოში ძალიან პოპულარული კერძია. მას უამრავი ხერხით და ინგრედიენტით ამზადებენ : ხორცით, ფრინველით ან მის გარეშე, შავი ქლიავით და თევზითაც კი. დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით არხანგელსკის ბორშის მომზადებას ჭარხლით.

ამ ბორშის მომზადება არ არის რთული. გამოყენებული ჯნგრედიენტები იდეალურად არის შერჩეული, რაც კერძს სრულყოფილს ხდის. მთავარი საიდუმლო საქონლის ხორცის და მოხარშულ-შებოლილი ფილეს დუეტია, ბოსტნეული, წიწაკით და შავი ქლიავით.

ინგრედიენტები

  • საქონლის ხორცი
  • 150-200გ მოხარშულ-შებოლილი ღორის ფილე
  • 2ლწყალი
  • 1 დაფნის ფოთოლი
  • 250-300გ მწნილი კომბოსტო
  • 2 ჭარხალი
  • 0,5 ხახვი
  • 2 სტაფილო
  • 1 პომიდორი
  • მცენარეული ზეთი
  • 60გ შავი ქლიავი თესლის გარეშე
  • 400გ დაკონსერვებული ლობიო
  • შავი წიწაკა
  • 0,5 სუფრის კოვზი მშრალი ნიორი
  • არაჟანი
  • მწარე წიწაკა
  • მწვანილები

მომზადება

1.პირვქლ რიგში საქონლის ხორცი მოათავსეთ ქვაბში, დაუმატეთ დაფნა, წყალი ისე, რომ მთლიანად დაფაროს ხორცი. მოათავსეთ ქვაბი ცეცხლზე, მზა ბულიონი გამოწურეთ.

2.ჭარხალი გამოაცხეთ ფოლგაში და გახეხეთ. წვრილად გახეხეთ სტაფილო, ხახვი დაჭერით კუბიკებად. დამწნილებული კომბოსტოც დააქუცმაცეთ.

გააცხელეთ ტაფა, დაასხით ცოტა ზეთი და მოთუშეთ ხახვი. მოაყარეთ მარილი გემოვნებით, მოთუშულ ხახვს დაუმატეთ სტაფილო. აუცილებლად მოურიეთ პერიოდულად. მოთუშულ ბოსტნეულს დაუმატეთ შებოლილი ფილე.

3.ბულიონში მოათავსეთ კომბოსტო და მოხარშეთ საშუალო ცეცხლზე. ამასობაში გახეხეთ პომიდორი, მოათავსეთ ტაფაზე ბოსტნეულთან და ფილესთან ერთად. როცა ტაფაზე სითხე შეშრება დაუმატეთ გახეხილი ჭარხალი და კარგად მოურიეთ.

4.ადუღებულ ბულიონს კომბოსტოსთან ერთად დაუმატეთ დაჭრილი კარტოფილი და მოხარშეთ კიდევ 15 წუთი. ამის შემდეგ დაუმატეთ მოთუშული ბოსტნეული. გადაასხით სითხე ლობიოს ქილიდამ და თითქმის მზა ბორშს დაუმატეთ ლობიო შავ ქლიავთან ერთად.

5.სიმწარე შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი გემოვნებით. წვნიანი მომზადების შემდეგ დაასვენეთ და შემდეგ მიირთვით, რათა უკეთ გაუჯდეს გემოები.

გემრიელად მიირთვით!