რბილი, სახლში მომზადებული ხვეულა ჯემით – ბავშვობის ტკბილი გემო

1824

მათ, ვინც დაიბადა და გაიზარდა საბჭოთა კავშირში, ალბათ ახსოვთ იმ უგემრიელესი ხვეულას არომატი, რომელიც სკოლის სასადილოში იყიდებოდა.  რბილი, ფაფუკი, არომატული, ის ბავშვების საყვარელი დესერტი იყო.

დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ, გაიხსენოთ ბავშვობის გემო და მოამზადოთ უგემრიელესი,რძიანი ხვეულები საბჭოთა რეცეპტის მიხედვით. ეს დესერტი შეგიძლიათ მოამზადოთ ჯემის, მიწისთხილის ან ყაყაჩოს თესლის შიგთავსით, ან მის გარეშე.

ხვეულა საფუარიანი ცომით

ინგრედიენტები

  • 500 გრ ფქვილი
  • 2 ჩ.კ. მშრალი საფუარი
  • 5 ს.კ. შაქარი
  • 2 ც კვერცხი
  • 75 გრ კარაქი
  • 200 მლ რძე
  • 0,5 ჩ.კ. მარილი
  • 2 ს.კ. სეზამის თესლი
  • 100 გრ ჯემი (შიგთავსისთვის)

მომზადების წესი

1. შეურიეთ თბილი რძე, საფუარი, 1 ს.კ. შაქარი და ორი ს.კ. ფქვილი. ცოტა ხნით გააჩერეთ, რათა საფუარი გააქტიურდეს.

2. გაცერით ფქვილი, დაუმატეთ დარჩენილი შაქარი, მარილი, ათქვეფილი კვერცხი და საფუარიანი მასა. მოზილეთ ცომი.

3. ბოლოს დაუმატეთ ზეთი, კარგად მოზილეთ ცომი და გააჩერეთ 1 საათი, რომ აფუვდეს.

4. მზა ცომი გაყავით 12 ნაწილად. თითოეული დაამრგვალეთ ბურთივიით, დააფარეთხელსახოცი და გააჩერეთ 10 წუთი.

5. თითოეული ბურთულა გააბრტყელეთ და გაიყვანეთ ისე, რომ ხელის მტევანზე ოდნავ გრძელი ფენა გამოვიდეს.

6. ფენის ერთ კიდეზე მოათავსეთ შიგთავსი და დააჭირეთ კიდეებს, ჯემი რომ არ დაიღვაროს.

7. ფენის მეორე კიდეზე გააკეთეთ 4 ღრმა ჭრილი და გააკეთეთ ხვეულა.

8. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და დაალაგეთ ზემოდან ხვეულები. გააჩერეთ 10-15 წუთი, შემდეგ კი ხვეულას ზემოდან წაუსვით ათქვეფილი კვერცხი.

9. მოაყარეთ ზემოდან სეზამის მარცვლები (მის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ შაქარი ან ყაყაჩოს თესლი).

10. ხვეულები გამოაცხვეთ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში, 20-25 წუთის განმავლობაში.

11. სულ ესაა, ხვეულა ჯემის შიგთავსით მზადაა. გემრიელად მიირთვით!