რბილი ვაშლის თაფლაკვერი: მომზადების მარტივი მეთოდი

667

Gastronomia.ge–ს რედაქცია ვაშლის თაფლაკვერის მარტივ რეცეპტს გიზიარებთ. თაფლაკვერი ჰაეროვანი და მსუბუქი გამოვა. მასში ვაშლის გემო, დარიჩინისა და ვანილის არომატი მკვეთრად გამოხატულია. გირჩევთ, მაშინვე ორმაგი პორცია მოამზადოთ. სუფრიდან მალე გაქრება.

ინგრედიენტები:

  • 370 გ გათლილი ვაშლი
  • 1 კვერცხი
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • 175 გ შაქარი
  • 4 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 370 გ ფქვილი
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 0,5 ლიმონი
  • 1 ჩ/კ დაფქული დარიჩინი
  • 110 გ + 1 ჩ/კ კარაქი
  • 1 ჩ/კ ვანილი

მომზადების წესი:

1. ვაშლი გარეცხეთ, გათალეთ და პატარა ნაჭრებად დაჭერით. ლიმონის წვენი მოასხით, დარიჩინი მოაყარეთ და აურიეთ.

2. ვაშლი 1 ჩაის კოვზ კარაქში ცხელ ტაფაში დარბილებამდე შეწვით. პერიოდულად აურიეთ. პიურეს მისაღებად დაჭყლიტეთ.

3. ფქვილი და გამაფხვიერებელი აურიეთ.

4. ვაშლის პიურეს შაქარი, 110 გ გამდნარი კარაქი, კვერცხი, მარილი და ვანილი დაუმატეთ და აურიეთ. ვაშლის მასას ფქვილის ნახევარი დაუმატეთ. აურიეთ, შემდეგ მეორე ნახევარი დაუმატეთ და აურიეთ.

5. ცომი ძალიან სქელი არ უნდა გამოვიდეს. ოდნავ წებოვანია. ცომიდან პატარა ბურთები გააკეთეთ. საცხობ ფორმას პერგამენტი დააფინეთ და ორცხობილები ერთმანეთისგან მცირე დაშორებით დააწყვეთ.

6. ზემოდან შაქარი შეგიძლიათ მოაყაროთ. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 35 წუთით აცხვეთ. ხის ჩხირით შეამოწმეთ, მზადაა თუ არა. გემრიელად მიირთვით.

არომატული თაფლაკვერი მარტივად და სწრაფად მზადდება. ვაშლი ცომს ნაზს და რბილს ხდის. ვაშლის შარლოტას და ორცხობილის იდეალური ალტერნატივაა.