რბილი ბეზე – საფრანგეთის სიამაყე

1755

ბეზე ყველასათვის ძალიან ნაცნობი ტკბილეულია. მას ხშირად შევხვდებით სადღესასწაულ მაგიდებთან.

ფაფუკი, მსუბუქი, პირში დნობადი დესერტის მომზადება მარტივია, თუ ჩვენს მითითებებს პირნათლად შეასრულებთ.

ინგრედიენტები

  • კვერცხის ცილა 3 ცალი
  • შაქარი 100გ
  • ვანილი 8გ
  • მარილი მწიკვი
  • შაქრის ფხვნილი 100გ
  • ლიმონის წვანი 5 წვეთი

სურვილისამებრ შეგიძლიათ შეღებოთ საკვები საღებავით.

მომზადება

  1. ყურადღება! ჭურჭელი და ყველა სხვა ნივთი, რომელსაც გამოიყენებთ მზადებაში უნდა იყოს მშრალი.
  2. ფრთხილად განაცალკევეთ ცილა და გული.
  3. მიქსერის საშულაო სიჩქარეზე ამოიყვანეთ ცილა.
  4. რათა ცილა კარგად აითქვიფოს, დაუმატეთ მარილი და ლიმონის წვანი (ლიმონის მჟავა).
  5. გააგრძელეთ თქვეფა და ნელ-ნელა დაუმატეთ შაქარი.
  6. ნელ-ნელა გაზარდეთ მიქსერის სიჩქარეც.
  7. ცილის მასა შაქრის გალღვობამდე ათქვიფეთ.
  8. შემდეგ დაუმატეთ შაქრის ფხვნილი და გააგრძელეთ თქვეფა.
  9. კარგად ათქვიფეთ ცილის მასა (ეს დაახლოებით 12 წუთს წაგართმევთ).
  10. ათქვეფილი ცილა მოათავსეთ საკონდიტრო ტომარაში.
  11. ფორმა ამოფინეთ პერგამენტით, მასზე მოათავსეთ ტომარის მეშვეობით სასურველი ფორმის და ზომის ბეზე.
  12. გამოაცხვეთ 100 გრადუსზე 2 საათი.
  13. გამორთეთ ღუმელი და დაელოდეთ მათ გაგრილებას.

გემრიელად მიირთვით!