რას არ ეტყვის შეფმზარეული პირველ შემხვედრს

597

სამზარეულოში ფუსფუსის მოყვარულებს უამრავი პატარა საიდუმლო აქვთ, რომელთა დახმარებით მარტივ კერძებს სრულყოფილად აქცევენ. რა უნდა ვთქვათ შეფმზარეულებზე – მათ უფრო მეტი საიდუმლო აქვთ, ვიდრე ცაზე ვარსკვლავებია.

„გასტრონომია“ გთავაზობთ 15 ხრიკს, რომლებიც საინტერესო გვგონია. შესაძლოა, რაღაც ახალი აღმოაჩინოთ და საჭმლის მომზადებისას დრო და ძალები დაზოგოთ.

მზარეულების საიდუმლოებები

1. როგორ გავაქროთ ჩილის წიწაკის სიცხარე

ჩილის წიწაკა გიყვართ, მაგრამ მისი სიცხარე გაშინებთ? უბრალოდ თესლი და ტიხრები მოაშორეთ, შემდეგ ცივ წყალში გარეცხეთ – არომატი დარჩება, სიცხარე გაქრება.

2. როგორ დავჭრათ ხახვი იდეალურ კუბებად

ხახვის კუბებად დაჭრა ძალიან მარტივია: ხახვი ჯერ შუაზე გაჭერით, შემდეგ ზემოდან. რამდენიმე ჰორიზონტალური ჩანაჭერი გააკეთეთ, შემდეგ სიგრძეზე გაჭერით – მათი რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მსხვილი კუბების მიღება გსურთ. და ბოლოს, ხახვი სიგრძე–სიგანით დაჭერით.

3. იდეალური ცომის საიდუმლო

ტკბილი საკონდიტრო ნაწარმის იდეალური ცომის საიდუმლო ძალიან მარტივია: ფქვილის წონა ისეთი უნდა იყოს, როგორც შაქრის წონა, ხოლო კვერცხის წონა კარაქის წონას უნდა ემთხვეოდეს.

4. როგორ მოვამზადოთ კვერცხი „პაშოტი“

თუ კვერცხი „პაშოტის“ მომზადება და მის სრულყოფილამდე მიყვანა ერთხელ მაინც გიცდიათ, ალბათ ცნობილი ხრიკები უკვე გამოცდილი გაქვთ. თუმცა ეს ყველაფერი უსარგებლოა მთავარი პირობის გარეშე: ნამდვილად ახალი კვერცხი.

მთელი საიდუმლო იმაშია, რომ ასეთ კვერცხს მაგარი გული აქვს და ფორმას უკეთ ინარჩუნებს, ამიტომ ძმრის და სხვა რამეების აუცილებლობა აღარ არსებობს. სუპერ ახალ კვერცხს გამჭირვალე შიდა მემბრანი აქვს, ამის წყალობით კვერცხის ალბუმინი გულის ირგვლივ თავს კარგად იკავებს.

5. კარტოფილის ახალი გემო და ხორცის მარინადი

სტუმრები შემწვარი ხორცის ორიგინალური რეცეპტით გააოცეთ. მუქ ლუდში დაამარინადეთ ან სოიოს სოუსი ღია ლუდს და სანელებლებს აურიეთ.

ლუდში დამარინადებული ხორცი ნებისმიერ ვახშამს დღესასწაულად აქცევს. ლუდის მარინადში შეგიძლიათ ბოსტნეული და კარტოფილი მოთუშოთ.

6. როგორ მივიღოთ ნაზი პიურე

სანამ მოხარშულ კარტოფილს პიურედ გადააქცევთ, ის კარგად უნდა გააშროთ. ამისთვის ბოლქვი მშრალ, ცხელ ტაფაზე გადაიტანეთ და აქ დარჩენილი წყლის აორთქლებამდე გააჩერეთ.

მთავარია, რომ ბოლქვმა შეწვა არ დაიწყოს. პიურეს მომზადებას მხოლოდ ამის შემდეგ შეუდექით – ასე ძალიან ნაზ და დახვეწილ კერძს მიიღებთ.

7. როგორ მივიღოთ ქათქათა ბრინჯი

თუ გსურთ, რომ ბრინჯი ხარშვის დროს ქათქათა დარჩეს, ცოტა ძმარი დაუმატეთ.

8. ხრაშუნა ოლადები

კარტოფილის ოლადები ბევრს უყვარს, მაგრამ ყველა არ იცის, რომ მისი მომზადება ჩვეულებრივ სავაფლეში შეიძლება. ასეთი ხრიკით ბევრ დროს დაზოგავთ, კერძი კი ლამაზი და ხრაშუნა გამოვა.

9. ოქროსფერი სტაფილო

ხახვი და სტაფილო სწრაფად რომ შეწითლდეს და ლამაზი ოქროსფერი ქერქი მიიღოთ, შეწვის პროცესში მწიკვი შაქარი მოაყარეთ. თუ საქმე მხოლოდ ხახვს ეხება, შაქრის ნაცვლად ფქვილი გამოიყენეთ.

10. სქელი და ბზინვარე სოუსები

იცით რატომ არის რესტორნებში ყოველთვის ასეთი სქელი და ბზინვარე სოუსები? იმიტომ, რომ სუფრაზე გატანის წინ მას რამდენიმე ცივ კარაქის ნაჭერს უმატებენ. მზა სოუსს ცივი კარაქის ნაჭერი დაუმატეთ და ის უფრო სქელი და ლამაზი გახდება.

11. არომატული პასტა

პასტა თითქმის მომზადებამდე მოხარშეთ, შემდეგ სოუსში გადაიტანეთ და ბოლომდე მოხარშეთ. პასტა არომატით გაიჟღინთება და სოუსს უკეთ შეერწყმება. თუ სოუსი ძალიან სქელია, პასტის ქვეშ ცოტა წყალი დაუმატეთ, რომ გააზავოთ და ბზინვარება მიანიჭოთ.

12. ხორცი რომ წვნიანი იყოს

იცით, რატომ არის ღორის და ქათმის ხორცი ყოველთვის ასეთი წვნიანი? იმიტომ, რომ მათ მარილიან ხსნარში ალბობენ. ეს ხორცს წვნიანს, გემრიელს და არომატულს ხდის (თუ ცოტა დაგეწვებათ, ეს ნაკლებად შესამჩნევი იქნება).

დამარილების დრო პროდუქტის მასაზეა დამოკიდებული – 1 საათი 1 კგ წონაზე, მაგრამ მაქსიმუმ 8 საათით და მინიმუმ ნახევარი საათით. გარდა ამისა, როცა საქმე მცირე ნაჭრებს ეხება, მაგალითად, ქათმის ბარკლებს, დრო ერთი ნაჭრის საშუალო წონიდან ითვლება. არ დაგავიწყდეთ, მომზადების წინ ხორცს მარილის ნარჩენები მოაშორეთ.

13. თუ საჭმელი უგემური გეჩვენებათ

მჟავა ნებისმიერ კერძს აცოცხლებს. ლიმონის წვენის ან ძმრის წვეთი ცხიმს დაშლის, არომატებს გააძლიერებს და უგემურ კერძს აღადგენს. მარილის და შაქრის მსგავსად, მჟავა არომატებს არეგულირებს და კერძს გემრიელს ხდის.

14. ტორტი ახალივით რომ იყოს

ახალი ტორტი რბილი, ზომიერად სველი და ჰაეროვანია. ერთი დღიანი გაჩერების შემდეგ ქერქი ჩნდება და ვარდება. პრობლემის გადაჭრა შეიძლება 2 მეთოდით: ერთ დღეში შეჭამეთ ან მას ვაშლი დაუმატეთ.

თუ ტორტის ნაჭერს თავსახურიან მინის სადგამზე დადებთ და გვერდით მთელ, გასუფთავებულ ვაშლს დაუდებთ, ტორტი სწრაფად არ გახმება. ვაშლი გარემოში ტენს გამოყოფს, რის წყალობით დესერტი გემოს ბოლო ნაჭრამდე შეინარჩუნებს.

15. ბადრიჯანი მწარე რომ არ იყოს

ბადრიჯნის მომზადების უამრავი რეცეპტი არსებობს, მაგრამ თითქმის ყველგან ვკითხულობთ: მომზადებამდე ბადრიჯანს სიმწარე უნდა მოაშოროთ.

ბადრიჯანი მწარე რომ არ იყოს, მომზადების წინ დაჭერით, დაამარილეთ და 5 წუთით გააჩერეთ, შემდეგ ცივ წყალში გარეცხეთ.

ამ მარტივი რჩევების გამოყენებით სტუმრებს ტრადიციული კერძების ორიგინალური და ახალი გემოთი გააოცებთ. კერძი გემრიელი უნდა იყოს მაშინაც, თუ შეფმზარეული არ ხართ.