რასოლნიკი ნაზი ენით და სურნელოვანი ბულიონით

1036

კიტრის მჟავის წვენს როგორც წესი, არ იყენებენ და ასხამენ. არადა, ბევრმა არ იცის, თუ როგორი სასარგებლოა ის ორგანიზმისთვის. გთავაზობთ მოამზადოთ წვნიანი სწორედ ამ წვენის გამოყენებით, რომელიც სუპებისა და ბორშის შესანიშნავი ალტერნატივაა, ოჯახის წევრებს ძალიან მოეწონებათ!

ინგრედიენტები

  • 1 ღორის ენა
  • 3 ც კარტოფილი
  • 1 ც ხახვი
  • 1 ც სტაფილო
  • 2 ც მჯავე კიტრი
  • 3 ს.კ. ბრინჯი
  • 2 დაფნის ფოთოლი
  • 1 ს.კ. შაქარი
  • 20 მლ ზეთ
  • 5 შავი პილპილის კაკალი
  • დაფქული შავი პილპილი გემოვნებით
  • ქინძი, მარილი გემოვნებით

მომზადება

1. მოხარშეთ ენა, დაუმატეთ მარილი და პილპილის კაკლები. შემდეგ გაავლეთ ცივ წყალში და მოაცილეთ კანი.

2. ხახვი, სტაფილო და მჟავე კიტრი დაჭერით მცირე კუბებად. მოთუშეთ ზეთში, დაუმატეთ 2-3 ს.კ. კიტრის მჟავის წვენი ან წყალი. მოთუშეთ 10 წუთის განმავლობაში.

3. ბულიონში დაუმატეთ ცოტაოდენი წყალი, დაჭერით კარტოფილი, ჩაყარეთ და მოხარშეთ 5-7 წუთის განმავლობაში, შემდეგ დაუმატეთ ბრინჯი.

4. 5 წუთში დაუმატეთ მოთუშული ბოსტნეული, დაჭრილი ენა, მარილი, პილპილი, შაქარი.  ხარშეთ სანამ კარტოფილი და ბრინჯი მზად არ იქნება.

5. მზა წვნიანი დაასხით თეფშებზე, მოაყარეთ დაჭრილი ქინძი, დაუმატეთ არაჟანი.

თუ ქინძი არ გიყვართ, ჩაანაცვლეთ სხვა მწვანილით. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!