პური და ტკბილი ცომეული დაბალკალორიული კვერებით წარმატებით ჩავანაცვლე. გიზიარებთ რეცეპტს

96

ფქვილის კვერები ღუმელში ადვილად ცხვება. გარდა ამისა, საფუარი არ სჭირდება და ხელმისაწვდომი პროდუქტებისგან შედგება. თუ შიგთავსს დაუმატებთ, „კერძი არაფრისგან“ არა მხოლოდ პურს, არამედ ზოგიერთ დესერტს ჩაანაცვლებს.

ინგრედიენტები:

  • 350 გ ფქვილი
  • 200 მლ მდუღარე წყალი
  • 2 ს/კ მცენარეული ზეთი ცომში
  • 1–2 ს/კ მცენარეული ზეთი კვერებზე წასასმელად
  • ხახვი ან ნებისმიერი მწვანილი სურვილით

მომზადების წესი:

1. ფქვილი ღრმა თასში გაცერით. ფქვილში ჩაღრმავება გააკეთეთ. მარილი, რამდენიმე სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი დაუმატეთ.

2. თანდათან მდუღარე წყალი დაასხით, ცომს კოვზით აურიეთ.

3. როცა ცომი საკმაოდ გამკვრივდება, ხელით მოზელა გააგრძელეთ.

4. მზა ცომი პარკში გადაიტანეთ. მაცივარში 20 წუთით შეინახეთ.

5. ამ დროში მწვანე ხახვი წვრილად დაჭერით. ეს შიგთავსის უმარტივესი ვარიანტია. გარდა ამისა, შიგთავსში შეგიძლიათ გამოიყენოთ ხაჭო, კომბოსტო, კარტოფილი და ნებისმიერი ახალი მწვანილი.

6. დასვენებული ცომი ფქვილმოყრილ მაგიდაზე გადაიტანეთ. სქლად ჩალიჩივით დაგორგლეთ და 4 თანაბარ ნაწილად გაყავით.

7. სამი გვერდზე გადადეთ და პირსახოცი დააფარეთ, რომ არ გახმეს. მეორე ნაწილი თხელ მრგვალ კვერად გააბრტყელეთ.

8. კარაქი წაუსვით, მეოთხედი დაჭრილი ხახვი მოაყარეთ.

9. კვერი მილივით დაახვიეთ.

10. ბოლოები შეკარით. ამის შემდეგ ლოკოკინასავით დაახვიეთ.

11. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ და ზეთი წაუსვით. მასზე კვერები დააწყვეთ. პირსახოცი დააფარეთ და 10 წუთით გააჩერეთ.

12. მითითებული დროის შემდეგ კვერებს ხელით დააწექით და გააბრტყელეთ.

13. ზემოდან ცხიმი წაუსვით. მთელი ზედაპირი ჩანგლით დასერეთ.

14. 250 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ზუსტად 15 წუთით აცხვეთ.

15. მიღებული არომატული და ხრაშუნა კვერები ნაყიდი პურის კარგი ალტერნატივა გახდება. არაფრიდან გემრიელი კვერი გამოდის.

16. გემრიელად მიირთვით! ახალ კულინარიულ აღმოჩენებს გისურვებთ!