პურის ჩხირები ყველით

1953
top view of bread sticks with cheese

საყვარეი ფილმის ყურებამდე, აუცილებლად ვაცხობ გრისინებს ყველით, ეს რეცეპტი ჩემმა იტალიელმა მეგობარმა ლაურამ გამიზიარა. გრისინი – ეს არის პურის ჩხირები ყველით, რომელიც ზომით ოდნავ დიდია ფანქარზე. სისინი ზზალიან მალე ცხვება. სანამ ერთი ულუფა ცხვება, მანამდე მეორეს ვამზადებ ცხობისთვის.

ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად გრისინები XIV საუკუნეში შეიქმნა სიმსუქნით შეპყრობილი იტალიელი პრინცისთვის, რომელსაც ექიმმა ხშირი და მცირე ულუფებით კვება დაუნიშნა.

მეორე ლეგენდის თანახმად, რომელიც ისევ XIV საუკუნეში ვითარდება მოგვითხრობს, პურის დეფიციტის ისტორიაზე პემონტში, სადაც პურს ნაჭრება ყიდიდნენ და ამ ნაჭრების შოვნაც ძალიან რთული იყო. მდგომარეობა ძალიან რთულდებოდა, რის შედეგადაც დიდი ზომის გრისინი გადაიქცა პატარა თხელ ჩხირებად.

პურის ჩხირები

დღეს ჩვენ გაგიზიარებთ, ყველის გრისინების რეცეპტს, რომელისაც დამატებული აქვს პროვანსული სანეებლები. ეს ჩხირები ძალიან უხდება ყავას და ჩაის, ამ ჩხირებით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ პური სუფის მირთმევისას.

ინგრედიენტები

  • 250გ ფქვილი
  • 130გ კარაქი
  • 200გ ყველი
  • 1 კვერცხი
  • 2-2,5 სუფრის კოვზი პროვანსული სანელებლები
  • მწიკვი მარილი

მომზადება

1.გაცრილ ფქვილს დაუმატეთ მარილი და კარაქი. მასა შეკარით ხელით.

2.ყველი გახეხეთ წვრილად, დაუმატეთ ცომს. კარგად მოურიეთ.

3.დაუმატეთ კვერცხი და მოზილეთ ცომი. ცომს მიეცით ბურთის ფორმა, შეფუთეთ პაკეტში და შეინახეთ მაცივარში 30 წუთით.

4.ფქვილით დამუშავებლ მაგიდაზე გადმოიტანეთ ცომი. გაყავით ორ ნაწილად, რათა უფრო გაგიმარტივდეთ მუშაობის პროცესი. თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ თხელ ფირფიტად. ცომს მოაყარეთ პროვანსული სანელებლები, ამის შემდეგ ხელახლა გადაატარეთ გამაბრტყელებელი, რათა უკეთ დაფიქსირდეს სანელებლები.

5.ცომი დაჭერით გრძლად. შეგიძლიათ დაჭერით თქვენთვის სასურველ ზომაზე, მაგრამ მე მეტად მომწონს 2,5სმ სიგანის. დაჭრილი ცომის ზოლები დაახვიეთ სპირალისებურად და მოათავსეთ გამოსაცხობ ფირფიტაზე, რომელიც ამოფინეთ ქაღალდით.

6.ცომის ხვეულები მოათავსეთ 180 გრადუსე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთი.

7.სულ ეს იყო, პურის ჩხირები ყველით მზად არის. გემრიელად მიირთვით!

დარწმუნებული ვარ გრისინების გასინჯვის შემდგ, ისინი თქვენ გულში ნამდვილად დაიმკვიდრებენ ადგილს. რაც მთავარია მათი მომზადება ძალიან მარტივია. ყოველი მომზადებისას შეგიძლიათ შეცვალოთ და გააუმჯობესოთ რეცეპტი. ყველის გარდა გრისინებს ძალიან უხდება სეზამის მარცვალი, წიწაკა ჩილი, როზმარინი, ორეგანო, პაპრიკა და ძირა.

ამ დანამატების მეშვეობით თქვენ მიიღებთ საოცარ გემოებს. დანამატების გარდა ცვლილებები შეიტანეთ მის ფორმაშიც: სცადეთ გამოაცხოთ წვრილი, მსხვილი ან მრგვალი. ამოირჩიეთ თქვენთვის სასურვლელი გემო და ფორმა.