პუდინგი ჩიის მარცვლებისგან – არ გამოტოვოთ!

1013

ამ მარტივი და სასარგებლო რეცეპტისთვის სულ 4 ინგრედიენტი დაგვჭირდება. ღამე მოამზადეთ და დილით მზად დაგხვდებათ უგემრიელესი საუზმე.

ინგრედიენტები

  • ნუშის რძე 180მლ
  • ვანილის ექსტრაქტი 1 ჩაის კოვზი
  • თაფლი 1 სუფრის კოვზი
  • ჩიის მარცვალი 3 სუფრის კოვზი

მომზადება

1.შუშის ქილაში ჩაასხით რძე, თაფლი, ვანილი და ჩიას მარცვალი. შეგიძლიათ დაუმატოთ ნიგოზი ან თხილი და სხვა.

2.კარგად მოურიეთ მასას კოვზით ან ჩანგლით, დაასვენეთ 1 წუთი, შემდეგ ისევ მოურიეთ.

3.ქილას დააფარეთ თავსაფარი და მთელი ღამით შეინახეთ მაცივარში.

4.მირთმევამდე კარგად მოურიეთ. ხილი და ჩირი ძალიან უხდება.

გემრიელად მიირთვით!