პრასის წვნიანი ზამთრის ვირუსულ სეზონზე მისწრებაა

2703

მოგეხსენებათ ზამთრის სეზონზე როგორ მძვინვარებს ვირუსები. ამიტომაც უნდა ვეცადოთ ყველა რესურსი გამოვიყენოთ იმუნიტეტის ასამაღლებლად. გასტრონომია ვიტამინებით გაჯერებულ პრასის წვნიანის  მომზადებას გასწავლით.

ინგრედიენტები:

  • 5-6 მოზრდილი პრასი
  • 3-4 კარტოფილი
  • 1 სტაფილო
  • 2 კბილი ნიორი
  • არაჟანი
  • ქინძი
  • კამა
  • ზეთი
  • მარილი
  • პილპილი
  • ხმელი პიტნა

მომზადების წესი:

  1. პრასი გავარჩიოთ, უხეში ბოლოები მოვაჭრათ და კარგად გავრეცხოთ.
  2. პრასი დავჭრათ რგოლებად, კარტოფილი გავფცქვნათ და დავჭრათ, სტაფილო გავხეხოთ. პრასი მოვშუშოთ ზეთში, დავაყაროთ სტაფილო და მოვურიოთ.
  3. როდესაც ბოსტნეული მოიშუშება, დავასხათ ადუღებული წყალი, დავუმატოთ დაჭრილი კარტოფილი და განვაგრძოთ მომზადება.
  4. დაახლოებით 25 წუთში, როცა კარტოფილი მოიხარშება, ცეცხლი გამოვრთოთ, წვნიანს დავუმატოთ დაჭრილი ნიორი, ქინძი და კამა, შევაზავოთ მარილითა და პილპილით.
  5. თეფშებზე გადმოღების შემდეგ დავუმატოთ არაჟანი და მოვაყაროთ ხმელი პიტნა. მემარხულეებს შეუძლიათ უარაჟნოდ მიირთვან.