პასტას აღარ ვხარშავ. ფრიკადელებს ვუმატებ, ღუმელში ვდებ და ვახშამი მზადაა

481

Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ორიგინალურ ვახშამს, ღუმელში გამომცხვარი პასტა ტეფტელებით. იმდენად გემრიელია, რომ სიტყვებით ვერ აღვწერ. მომზადება სასწრაფოდ დაიწყეთ!

ინგრედიენტები:

  • 250 გრ სპაგეტი
  • 200 გრ ჩერი პომიდორი
  • 10 გრ მარილი
  • 3 გრ შავი წიწაკა
  • 5 გრ თავშავა
  • 100 გრ ხახვი
  • 300 გრ ხორცის ფარში
  • 500 მლ პომიდვრის სოუსი
  • 400 მლ წყალი
  • 100 გრ ყველი
  • 50 გრ პარმეზანი

მომზადების წესი:

1. მოგრძო საცხობ ფორმაში უმი სპაგეტი ჩააწყვეთ.

2. ზემოდან მცენარეული ან ზეითუნის ზეთი მოასხით.

3. ჩერი პომიდორი შუაზე გაჭერით და სპაგეტს დაუმატეთ.

4. მარილი და წიწაკა მოაყარეთ, თავშავა დაუმატეთ.

5. ცალკე თასში ფარში მოათავსეთ, მარილი, შავი წიწაკა და წვრილად დაჭრილი ხახვი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

6. მიღებული ფარშიდან პატარა გუფთები გააკეთეთ.

7. გუფთებიც საცხობ ფორმაში სპაგეტს დაუმატეთ.

8. ზემოდან პომიდვრის სოუსი მოასხით.

9. წყალი დაუმატეთ და 180 გრადუსამდე კარგად გახურებულ ღუმელში 25 წუთით გააჩერეთ.

10. 25 წუთში ღუმელიდან გამოიღეთ, ნებისმიერი გახეხილი ყველი და პარმეზანი მოაყარეთ და კვლავ 10 წუთით აცხვეთ.

გემრიელად მიირთვით!