პანაკოტა – ძალიან პოპულარული იტალიური დესერტია. ამ ეფექტური ნუგბარის მომზადება ადვილია, რაშიც თავადაც დარწმუნდებით.
ინგრედიენტები:
- 500 მლ ნაღები (18-33%)
- 15 გრ ჟელატინი
- 50 მლ წყალი
- 150 გრ მარწყვი
- ვანილი, შაქარი გემოვნებით
მომზადების წესი:
პატარა ქვაბში ჩავასხათ ნაღები და რძე. დავუმატოთ შაქარი, ვანილი, შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე და გავაცხელოთ 70 გრადუს ტემპერატურამდე. ამავდროულად, ჟელატინი ჩავყაროთ ცივ წყალში, კარგად მოვურიოთ და წვრილ ნაკადად ჩავასხათ თბილ ნაღების მასაში. შემდეგ მოვურიოთ, ცოტათი გავაცივოთ, ჩავასხათ ფორმებში და რამდენიმე საათით შევდგათ მაცივარში. ცალკე ბლენდერში ჩავყაროთ მარწყვი, დავუმატოთ შაქარი გემოვნების მიხედვით და მოვამზადოთ მარწყვის სოუსი (შეიძლება ასევე გამოიყენოთ სხვადასხვა კენკროვნის, ხილის სოუსები, ჯემი, დაფხვნილი პეჩენია, ან შოკოლადი). ფორმებში ჩასხმული პანაკოტა ცოტა ხნით მოვათავსოთ ცხელ წყალში (ფორმაში კიდეები დანით შემოვჭრათ), ზემოდან დავახუროთ თეფში, გადმოვაბრუნოთ და დავასხათ მომზადებული მარწყვის სოუსი.