ოქროსფერი ბლითები კარტოფილის პიურესა და ქათმის ღვიძლის ნაზი შიგთავსით

2222

ბებიის დაბრაწული ბლითები გახლავთ კერძი, რომელზეც უარს ვერასოდეს იტყვი. უბრალოდ გაიხსენეთ: კარტოფილით, კომბოსტოთი, ხორცით ან სოკოთი. ასეთი ბლითები ყველაზე ცივ და დეპრესიულ ზამთრის ამინდშიც კი გიმაღლებს განწყობას. ჩვენ გადავწყვიტეთ გაგაოცოთ საყვარელი კერძის ახალი და საინტერესო რეცეპტით.

გთავაზობთ მოამზადოთ კარტოფილისა და ქათმის ღვიძლის შიგთავსით. გემოების ასეთი შესანიშნავი შეხამება იმათაც კი მოეწონებათ, ვისაც ღვიძლის კერძები დიდად არ უყვარს. სცადეთ და თავად დარწმუნდით.

ინგრედიენტები

  • 2 კვერცხი
  • 11 გრ მშრალი საფუარი
  • 50 გრ კარაქი
  • 500 გრ ქათმის ღვიძლი
  • 6-8 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 1-2 ც ხახვი
  • 0,7 ლ წყალი
  • 200 გრ კარტოფილი
  • ზეთი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. ღრმა ჭურჭელში შეურიეთ ფქვილი და საფუარი, დაასხით წყალი, დაამატეთ კვერცხი, მარილი და  კარგად მოურიეთ. ელასტიური ცომი უნდა გამოვიდეს.
  2. შეურიეთ ცომში მდნარი კარაქი და დადგით თბილ ადგილას 1-1,5 საათით. კარგად შეახვიეთ პირსახოცში.
  3. დაჭერით, მოხარშეთ კარტოფილი და მოამზადეთ პიურე.
  4. მოხარშეთ ქათმის ღვიძლი, გააცივეთ, შემდეგ გაატარეთ, შეწვით ტაფაზე ზეთში დაჭრილ ხახვთან ერთად.
  5. შეურიეთ პიურე და ღვიძლი, დაამატეთ მარილი და პილპილი.
  6. ცომისგან პატარა ბურთულები შექმენით, მოათავსეთ შიგთავსი.
  7. გამოაცხვეთ ტაფაზე დიდი ოდენობით ზეთში ორივე მხრიდან.

როგორ მოგეწონათ ბლითების ასეთი ვარიანტი? გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები კომენტარებში და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!