ორცხობილა წინასწარმეტყველებით, გაიგეთ რა გელით მომავალში!

1490

უკვე შემოდგომის ბოლო თვეა და მოდის ჩემთვის ყველაზე საყვარელი დღესასწაულები – შობა და ახლაი წელი. ოჯახის და ახლობლების შეკრებისას ვამზადებ გამორჩეულ ჩინურ ორცხობილას. ამ ორცხობილებში დამალულია ქაღალდის წინასწარმეტყველება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დესერტი გააოცებს თქვენს სტუმრებს!

არსებობს ლეგენდა, რომ ჩინური ორცხობილა მოიგონეს ამერიკელებმა, ხოლო ჩინურმა რესტორნებმა და ბარებმა ეს იდეა მიითვისეს. ზოგიერთის აზრით ამ ორცხობილის სამშობლო – იაპონიაა. რა მნიშვნელობა აქვს წარმომავლობას, როცა დესერტი არის საოცრად გემრიელი.

ჩინური ორცხობილა

დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ, ჩინური ორცხობილის რეცეპტს წინასწარმეტყველებით. ნებისმიერ დღესასწაულისათვის ვაცხობ ამ ორცხობილებს, ვაფასოებ პაკეტებში და ვჩუქნი მეგობრებს. რეკომენდირებულია ამ ორცხობილის მომზადება კარგ ხასიათზე ყოფნისას!

ინგრედიენტები

  • 2 ცალი კვერცხის ცილა
  • 100გ შაქარი
  • 100გ ფქვილი
  • 3 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 2-3 სუფრის კოვზი წყალი
  • ვანილი (სურვილისამებრ)
  • მწიკვი მარილი
  • ქაღალდის წინასწარმეტყველებები

მომზადება

1.კვერცხის ცილა გამოყავით გულისაგან. გულები გადაინახეთ, რადგან ამ რეცეპტის მიხედვით არ გამოგადგებათ. ცილას მოაყარეთ მარილი და ათქვიფეთ მიქსერით მთლიანი მასისი ამოფუებამდე. დაუმატეთ შაქარი და ათქვიფეთ მასის გამკვრივებამდე.

2.გაცერით ფქვილი და დაუმატეთ მცენარეული ზეთი. დაუმატეთ ცილა და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ დაუმატეთ წყალი და ვანილი (ან ვანილის ექსტრატი სურვილისამებრ). დესერტს შეგიძლიათ დაუმატოთ სანელებლები, თუ გინდათ ახლობლების გახარება მაშინ ცომს დაუმატეთ კვებისათვის განკუთვნილი საღებავი. კარგად მოურიეთ. ცომი უნდა გამოგივიდეთ საკმაოდ თხელი.

3.მოამზადეთ პერგამენტის ქაღალდი. მოათავსეთ ის სცხობ ფირფიტაზე და დაასხით ცომი. ცომს უნდა მისცეთ 7-8სმ ბლინების ფორმა. იმისათვის, რომ წრეები გამოგივიდეთ ერთნაერი, შეგიძლიათ ქაღალდზე დახაზოთ ფარგლის დახმარებით. ასევე გამოგადგებათ მრგვალი ფორმები ძირის გარეშე. ცომის მოსწორების შემდეგ შეგვიძლია მოვათავსოთ ღუმელში. მე ღუმელს ვახურებ 180 გრადუსამდე და ორცხობილას ვაცხობ 5 წუთის განმავლობაში.

4.როდესაც ორცხობილა შეიცვლის ფერს, ღუმელიდან გამოიტანეთ. სანამ ცხელია ორცობილა მანამ მიეცით მას ფორმა, რადგან გაგრილების შემდეგ ის ხდება ფხვიერი და მტვრევადი. პერგამენტიდან ორცხობილა ნიჩბის საშუალებით გადმოიტანეთ.

წინასწარმეტყველების ქაღალდი მოათავსეთ ორცხობილაზე. შეგიძლიათ ქაღალდი გადაკეცოთ ან გაშლილად დატოვოთ. ორცხობილა გადაკეცეთ შუაზე, რათა გამოგივიდეთ ნახევარწრეები.

5.ჭიქის მეშვეობით გადახვეული ორცხობილა გადაკეცეთ. ორცხობილა ჭიქის კიდეზე გადაკეცეთ და დატოვეთ ამ ფორმაში გასაგრილებლად. იმისათვის, რომ ორცხობილა არ გაიშალოს მჭიდროდ მოათავსეთ იმავე ჭიქაში.

6.სულ ეს იყო, ორცხობილა წინასწარმეტყველებით მზად არის. გემრიელად მიირთვით!

ამ ორცხობილის მომზადება შეგიძლიათ ნებისმიერი დღესასწაულისათვის, მაგრამ ყველაზე ორიგინალურია ამ ორცხობილით მეუღლის გახარება, რომ ის მალე მამა გახდება. მოამზადეთ და გაახარეთ ახლობლები.