ორიგინალური ტორტი ბოთლში

948

ტკბილის მოყვარულებისთვის ძალიან რთულია წონის გაკონტროლება. ყოველთვის ვეძებ ალტერნატიულ გამოსავალს და ახლაც შევძელი ნატურალური ინგრედიენტებისგან შემდგარი დესერტის მოძებნა.

კრემ-დესერტი არ შეიცავს შაქარს, ფქვილს, ნიგოზს და მშრალ ხილს. ხაჭოს ძირი დესერტს ძალიან ფაფუკს ხდის.

ინგრედიენტები

  • ხაჭო350გ
  • არაჟანი 100გ
  • ჟელატინი 20გ
  • წყალი 100მლ
  • თაფლი 60გ
  • ვანილის ექსტრაქტი 5მლ
  • ნიგოზი 100გ
  • თხილი 50გ
  • ფისტა 50გ
  • გამომშრალი გარგარი 40გ
  • გამომშრალი მოცვი 100გ
  • ფინიკი 100გ

მომზადება

1.ღრმაჯამში მოათავსეთ ხაჭო, არაჟანი, ვანილის ექსტრაქტი და თაფლი. დააბლენდერეთ მასა, დაუმატეთ მოცვი, თხილი და ფისტა.

2.ჟელატინს მოასხით წყალი, შემდეგ გაალღვეთ წყლის აბაზანაზე. ხაჭოს მასას ნელ-ნელა დაუმატეთ ჟელატინის მასა და მოურიეთ.

3.დააქუცმაცეთ გამომშრალი გარგარი, ფინიკი და ნიგოზი. აიღეთ სუფთა პლასტმასის ბოთლი და მოაჭერით თავი. მასა მოათავსეთ ბოთლში.

4.შეინახეთ მაცივარში 2-3 საათი. ფრთხილად დაჭერით დანით.

გემრიელად მიირთვით!