ოლადები არ გამოგდით ფაფუკი? მე გასწავლით საიდუმლო მეთოდს!

636

ოლადების მოძულე ადამიანი მე არასოდეს შემხვედრია. ამ გემრიელობის მომზადება უამრავი მეთოდით და ინგრედიენტით შეიძლება. ხშირად ოლადები არ გამოდის ფაფუკი. რაშია პრობლემა? დღეს მე მინდა სასარგებლო რჩევები გაგიზიაროთ და გითხრათ ფაფუკი ოლადების საიდუმლო.

თუ ოლადებს საფუარზე მოამზადებთ – აუცილებლად მიიღებთ ფაფუკ შედეგს. ჩვენ განვიხილეთ კლასიკური რეცეპტი და მასთან შექმნილი პრობლემები.

1.ცომის კონსესტენცია – ცომი უნდა იყოს საკმაოდ სქეილი, როგორც არაჟანი, ის რთულად უნდა სცილდებოდეს კოვზს. თუ ცომი თხელია, მაშინ ფაფუკ ოლადებზე არც იოცნებოთ. ფქვილის რაოდენობის გადაჭარბებაც არ შეიძლება. ამ შემთხვევაში უნდა დაიცვათ ოქროს შუალედი.

2.ფქვილი – ოლადების მოსამზადებლად უმჯობესია გაცრილი ფქვილი გამოიყენოთ. ასე ფქვილი მეტად გაჭერდება ჟანგბადით და ოლადებიც ფაფუკი გამოვა. თუ ჩვეულებრივ ფქვილს ჩაანაცვლებთ შვრიის ან გრეჩიხის ფქვილით, ოლადები სიფაფუკეს დაკარგავს, მაგრამ არა გემოს.

3.შაქარი – ამ პროდუქტის გადამეტებულმა რაოდენობამ შეიძლება ცომი ჩააგდოს.

4.ტემპერატურა – თუ თქვენ ოლადების მოსამზადებლად კეფირს იყენებთ, ის უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის.

5.დრო – ცომის მომზადების შემდეგ არ იჩქაროთ ცხობის დაწყება. ცომმა აუცილებლად უნდა დაისვენოს. 15-30წუთი საკმარისი იქნება.

6.მორევა – დასვენების შემდეგ ცომი ხელახლა უნდა ჩაზილოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

7.უმჯობესია გამოიყენოთ სქელი ტაფა. ცივი ტაფა გააცხელეთ და შემდეგ დაასხით ზეთი.

გემრიელად მიირთვით!