ნებისმიერი შიგთავსით: სწრაფი ხვეულა კეფირის ცომით

94

ნეტავ, მოიფიქრონ ტკბილეული, რომლის მომზადებას დიდი დრო და ძვირადღირებული ინგრედიენტები არ სჭირდება. შიგთავსის სურვილისამებრ შეცვლაც რომ შეიძლებოდეს! გიზიარებთ სასიხარულო ამბავს: ასეთი დესერტი უკვე არსებობს. ღუმელში გამომცხვარი ხვეულა 15 წუთში მზადდება და ცხობასაც ამდენი დრო სჭირდება.

რა თქმა უნდა, კეფირის ცომზე მომზადებული ხვეულისთვის ნებისმიერი შიგთავსი შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, მოხარშული შესქელებული რძე, შოკოლადის პასტა, მოხარშული კრემი, სქელი მურაბა, ჯემი. არომატისთვის არა მხოლოდ ფორთოხლის, არამედ ლიმონის ცედრა, ასევე ვანილი შეგიძლიათ გამოიყენოთ.

როგორ მოვამზადოთ სწრაფი ხვეულა კეფირზე

ხვეულა შიგთავსით გემრიელი რომ იყოს, ოთახის ტემპერატურის ინგრედიენტები გამოიყენეთ. კეფირი მაწონით, იოგურტით ან არაჟნით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ, ხოლო გამაფხვიერებელი – 0,5 ჩ/კ სოდით. მზესუმზირის ზეთის ნაცვლად 60 გ კარაქი გამოიყენეთ ან მათი ნარევი მოამზადეთ.

ინგრედიენტები:

  • 1 კვერცხი
  • 70 მლ მზესუმზირის ზეთი
  • 150 მლ კეფირი
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • შავი შოკოლადი გემოვნებით
  • 95 გ შაქარი
  • მწიკვი მარილი
  • 330 გ ხორბლის ფქვილი
  • 1 ჩ/კ ფორთოხლის ცედრა
  • 0,5 ჩ/კ დარიჩინი

მომზადების წესი:

1. 70 გ შაქარი, მარილი, ფორთოხლის ცედრა, კეფირი და მზესუმზირის ზეთი აურიეთ.

2. გამაფხვიერებელი დაუმატეთ და აურიეთ. ფქვილი გაცერით და რბილი ცომი მოზილეთ, რომელიც ხელს არ ეკვრის.

3. ცომი 4 ნაწილად დაყავით. თითოეული დააგუნდავეთ. შემდეგ თითოეული წრეზე გააბრტყელეთ და სეგმენტებად დაყავით ისე, როგორც პიცა.

4. შოკოლადის ნატეხები დაუმატეთ ან ცომს დარჩენილი შაქრისა და დარიჩინის ნარევი მოაყარეთ. ხვეულა დაახვიეთ და პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე ნაკერით ქვემოთ დადეთ. 180 გრადუსზე 15-20 წუთით აცხვეთ.

უსაფუარო ცომით მომზადებული ხვეულა სიმარტივით, უნივერსალურობით და საოცარი გემოთი მოგეწონებათ. მხოლოდ 1 კვერცხით 32 ხვეულას მიიღებთ. ბიუჯეტური დესერტი ყოველდღე ჩაიზე მისაყოლებლად იდეალურია. სიტყვაზე, ცოტა მეტი ან ნაკლები ფქვილი შეიძლება დაგჭირდეთ. 250 გრამი მაშინვე დაუმატეთ, შემდეგ ცომის კონსისტენცის მიხედვით იმოქმედეთ.