ნაღებისგან მომზადებული უგემრიელესი ნაყინი – მოამზადეთ სახლში

689

რისგან ამზადებენ ახლა ნაყინს არ ვიცი, მაგრამ ჩემი სახლის ნაყინი 100% ნატურალურია. მხლოდ 3 ინგრედიენტი დაგჭირდებათ მის მოსამზადებლაად. მე ვიყენებ ცხიმიან ნაღებს, ამიტომ გამოდის დახვეწილი.

ინგრედიენტები

  • 500მლ ნაღები
  • 100გ შაქრის ფხვნილი
  • 0,2 ჩაის კოვზი ვანილი

მომზადება

1.ნაღები აიღეთ ყველაზე ცხიმიანი და გააგრილეთ.

2.ღრმა ჯამში ათქვიფეთ ნაღები შაქართან და ვანილთან ერთად. დაახლოებით 5 წუთი დაგჭირდებათ ამისთვის. უნდა ამოფუვდეს.

3.მასა გადაანაწილეთ ფორმებში და მთელი ღამით შეინახეთ მაცივარში.

4.უგემრიელესი ნაყინი მზად არის!

გემრიელად მიირთვით!