“ნაპოლეონი” ტაფაზე

1401

კლასიკური ტორტი განსხვავებული მომზადების წესით – “ნაპოლეონი” ტაფაზე – შესაძლებლობას მოგცემთ დაზოგოთ დრო ფირფიტების გამოცხობაზე.

“ნაპოლეონის” მომზადების უამრავი ხერხი და ვარიაცია არსებობს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს ინგრედიენტებს ეხება: უმატებენ შედედებულ რძეს, ვაშლს და სხვადასხვა ინგრედიენტებს. ხოლო მისი მომზადების ტექნლოგია უცვლელი რჩება. დღეს ჩვენ გასწავლით ძალიან სასარგებლო ხერხს, რომლის მეშვეობითაც ტქვენი ნაპოლეონი გამომცხვარზე უფრო გემრიელი გახდება.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 490გ
  • შაარი 380გ
  • რძე 900მლ
  • კარაქი 150გ
  • კვერცხი 6 ცალი
  • სიმინდის სახამებელი 70გ
  • სოდა 0,5 ჩაის კოვზი
  • ლიმონის წვენი 20მლ
  • მარილი გემოვნებით
  • ვანილი გემოვნებით

მომზადება

1.პირველ რიგში მოვამზადოთ ფირფიტები. 3 კვერცხი 180გ შაქარი, ლიმონიანი სოდა და 50გ დარბილებული კარაქი ათქვიფეთ ერთგვაროვნებამდე.

2.დაუმატეთ გაცრილი ფქვილი, მარილი და ვანილი. მოზილეთ ცომი. დააფარეთ თავზე და დატოვეთ 30 წუთი.

3.ცომი გაყავით 12 ტოლ ნაწილად, გააბრტყელეთ ტაფის ზომაზე თხლად.

4.გააცხელეთ ტაფა და შეწვით ფირფიტები ორივე მხრიდან ზეთის გარეშე საშუალო ცეცხლზე.

5.მზა ფირფიტების კუთხეები მოჭერით ისე, რომ გაუტოლდეს ერთმანეთს.

6.კრემის მოსამზადებლად, ათქვიფეთ 3 კვერცხი, დაუმატეთ დარჩენილი შაქარი, სახამებელი და ვანილი, მიეცით ერთგვაროვანი მასის ფორმა, შემდეგ დაუმატეთ ცოტაოდენი რძე.

7.განუწყვეტლივ ურიეთ, კრემი ხარშეთ საშუალო ცეცხლზე, სანამ არ შესქელდება. მზა კრემს დაუმატეთ დარჩენილი კარაქი, მოურიეთ, დააფარეთ თავზე და დაელოდეთ გაგრილებას.

8.ააწყვეთ ტორტი, თითოეულ ფირფიტას წაუსვით მომზადებული კრემი. მოჭრილი კუთხეები დაფხვენით და მოაყარე ზემოდან.

მეტი სიზუსტისთვის, ფორმაშივე წაუსვით კრემი ტორტს და შემდეგ მოაყარეთ თავზე დაფხვნილი მასა. გემრიელად მიირთვით!