ნამცხვარი ფარშირებული პომიდვრით

686

ფხვიერი ნამცხვარი – ეს ჩემი სისუსტეა. ვგიჟდები ისე მიყვარს პირში ლღობადი ტექსტურის მქონე ცხობილა. მე ამ ცხობილებს სხვა და სხვა ხილით ვამზადებ: ვაშლი, გარგარი და ლიმონი. ახლახანს დავაგემოვნე ფარშირებული პომიდვრის ნამცხვარი და ძალიან მომეწონა.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 220გ
  • კარაქი 100გ
  • კვერცხი 4 ცალი
  • პომიდორი 1კგ
  • ღორის ხორცი 300გ
  • ხახვი 1 ცალი
  • ოხრახუში
  • მანანის ბურღული 2-4 სუფრის კოვზი
  • ნაღები 200მლ
  • უცხიმო ხაჭო 50გ
  • მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.პირველ რიგში მოვამზადოთ ფხვიერი ცომი. ამისათვის 200გ ფქვილს დაუმატეთ მარილი და კუბიკებად დაჭრილი კარაქი. მასას მოურიეთ ხელით,ჩატეხეთ კვერცხი და მოზილეთ ცომი.

2.დააბურთავეთ ცომი. მოათავსეთ ცომი მაცივარში 20 წუთი. ამასობაში ამოარჩიეთ რამდენიმე საშუალო ზომის პომიდორი. მოაჭერით ბოლოები. კოვზით ჩააღრმავეთ.

3.დაჩენილი პომიდორი დაჭერთ კუბიკებად და გაატარეთ ხორცსაკეპში. ამავე მეთოდით დააქუცმაცეთ ხორცი და ხახვი. ფარშს დაუმატეთ მანანის ბურღული, მარილი, წიწაკა და მწვანილი.

4.მოურიეთ ფარშს, ამოავსეთ პომიდვრები. ამოსული ცომი გააბრტყელეთ. გადაიტანეთ ფორმაში. რამდენიმე ადგილას დაჩხვლიტეთ ჩანგლით.

5.გამოაცხეთ 190 გრდუსზე 10 წუთი. 20% ნაღებს დაუმატეთ დარჩენილი კვერცხი, ფქვილი და ყველი.

6.მოაყარეთ მარილი და წიწაკა. მოურიეთ. კორჟზე გადაანაწილეთ ფარშირებული პომიდვრები და მოასხით სოუსი.

7.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 50 წუთი.

გემრიელად მიირთვით!