ნამცხვარი, რომელიც ნამდვილი დღესასწაულის მოწყობაში დაგეხმარებათ

794

ხაჭოს ნამცხვარი კენკრით და ნიგვზით – ნამდვილი საოცრებაა!

ხაჭოს ნამცხვარი ალუბლით

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 700გ ფქვილი
  • 250გ კარაქი
  • 150გ შაქარი
  • 2 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 2 კვერცხი
  • 250გ არაჟანი
  • 5გ ვანილი
  • 1 სუფრის კოვზი რძე
  • 1 სუფრის კოვზი თაფლი
  • 50გ გახეხილი ქოქოსი
  • 100გ ნიგოზი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 500გ ხაჭო
  • 180გ შაქარი
  • 2 კვერცხი
  • 200გ ალუბალი
  • 0,5 სუფრის კოვზი სახამებელი

მომზადება

1.ღრმა ჯამში გაცერით ფქვილი. დაუმატეთ დარბილებული კარაქი და ხელით კარგად გადაურიეთ.

2.ცომს დაუმატეთ შაქარი, გამაფხვიერებელი და ვანილი. კარგად მოურიეთ.

3.ცომს დაუმატეთ კვერცხი და არაჟანი, მოურიეთ. ცომი მოზილეთ ხელით. ცომი შეფუთეთ პაკეტში და შეინახეთ მაცივარში 1 საათი.

4.ამასობაშ მოამზადეთ შიგთავსი: ცხიმიან ხაჭოს დაუმატეთ შაქარი და კვერცხი. ათქვიფეთ ბლენდერით.

5.ცომი გაყავით 3 ნაწილად. ერთი ნაწილი გააბრტყელეთ და მოათავსეთ ფორმაზე.

6.ალუბალი ამოავლეთ სახამებელში.

7.ცომი დაჩხვილეტეთ ჩანგლით, წაუსვით ხაჭოს მასა და გადაანაწილეთ ალუბალი.

8.მეორე ცომის ნაწილი მოათავსეთ ალუბლის ზემოდან.

9.გააბრტყელეთ მესამე ნაწილი. დაჭერით გრძლად და დიაგონალურად დაალაგეთ დესერტზე.

10.კვერცხის გულს დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი რძე. წაუსვით ნამცხვარს და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 45-50 წუთი.

11.ნამცხვარს ცხლად წაუსვით თაფლი. მოაყარეთ ქოქოსი და ნიგოზი.

გემრიელად მიირთვით!