ნამცხვარი “მომინანქრებული მარმარილო” ნიგვზით

1517

ამ რეცეპტით მომზადებული ნამცხვარი არასოდეს გაგიცრუებთ იმედს, ადვილი მოსამზადებელი და გემრიელია.

ინგრედიენტები:

ბისკვიტი 

  • 250 გ მარილიანი კარაქი (დარბილებული)
  • 250 გ შაქარი
  • 4 კვერცხი
  • 225 გ ფქვილი
  • 1 ½ ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 3 ს.კ. რძე
  • 1 ჩ.კ ვანილის ექსტრაქტი (ან ესენცია)
  • 2 ს.კ. უშაქრო კაკაოს ფხვნილი

შოკოლადის მინანქარი  

  • 100 გ შავი შოკოლადი (მსხვილად დაჭრილი)
  • 2 ს.კ. რძე
  • 2 ს.კ. მარილიანი კარაქი
  • 1 ჭიქა (150 გ ) საკონდიტრო შაქრის ფხვნილი (პუდრი)
  • 2 ს.კ. დაჭრილი ნიგოზი
  • ულუფა: 8-10
  • მომზადება: 20 წუთი
  • ცხობა: 45-55 წუთი

მომზადების წესი:

  1. ბისკვიტი. ღუმელი 180 გრადუსზე გააცხელეთ. ტორტის საცხობი ფორმა (20 სმ დიამეტრი ) გააცხელეთ და პერგამენტის  ქაღალდი ჩააფინეთ.
  2. ბისკვიტის ყველა ინგრედიენტი (კაკაოს გარდა) ერთმანეთს შეურიეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე 1-2 წუთი მიქსერით თქვიფეთ.
  3. ნარევი ორად გაყავით და ერთ-ერთს კაკაო შეურიეთ.
  4. წინასწარ გამზადებულ ფორმაში მონაცვლეობით გადაიტანეთ შოკოლადიანი და ჩვეულებრივი ცომი.