ნამდვილი უკრაინული მწვანე ბორში, რომელიც წითელზე უკეთესია

541

დღეს Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ უკრაინული მწვანე ბორშის რეცეპტს, რომლითაც ჩერნიგოველი დიასახლისები ამზადებენ. ჩერნიგოვში მწვანე ან, როგორც უკრაინაში ამბობენ „გათეთრებული ბორში“ ტრადიციულზე უფრო პოპულარულია. გასაკვირი არაა, რადგან წვნიანი ნოყიერი და ჩვეულებრივზე უფრო გაჯერებულია. გირჩევთ, გასინჯოთ!

როგორც წესი, მწვანე ბორშს ქათმის ბულიონზე ამზადებენ. როგორც ფეხები, ასევე ფრთები გამოგადგებათ. რაც შეეხება მწვანილს, აქ უკრაინელი დიასახლისები კატეგორიულები არ არიან. ერთი რამ ცხადია: რაც მეტი, მით უკეთესი. მწვანე ბორშს უმატებენ მჟაუნას, ისპანახს, კამას, მწვანე ხახვს, ასევე ჭინჭარს. ოღონდ ჯერ მდუღარე წყალი უნდა გადაავლოთ.

ინგრედიენტები:

  • 3 ლ წყალი
  • 4-5 კვერცხი
  • 1 ხახვი
  • კამა გემოვნებით
  • 2 ს/კ ფეტვის ბურღული
  • 150 გრ ქონი
  • ლეჩო გემოვნებით
  • 0,5 ს/კ მარილი
  • 0,5 კგ ქათმის ხორცი
  • 4 კარტოფილი
  • მწვანე ხახვი გემოვნებით
  • ისპანახი გემოვნებით
  • 5-6 დამწნილებული პომიდორი
  • 100-150 მლ არაჟანი
  • 1-2 დაფნის ფოთოლი

მომზადების წესი:

1. 5 კვერცხი წინასწარ მაგრად მოხარშეთ. ქვაბში წყალი ჩაასხით და ქათამი მოათავსეთ. ადუღებამდე მიიყვანეთ, ქაფი პროცესში მოხადეთ. ბოსტნეული გათალეთ, მწვანილი კარგად გარეცხეთ და დაჭერით.

2. წყლის ადუღებიდან 30 წუთში ბულიონს კარტოფილი და გარეცხილი ფეტვის ბურღული დაუმატეთ. კვერცხს ნაჭუჭი მოაშორეთ და კუბებად დაჭერით, ხახვი დააქუცმაცეთ.

3. გახურებულ ტაფაზე ქონის ნაჭრები შეწვით. ხახვი, ლეჩო და დამწნილებული პომიდორი დაუმატეთ. რამდენიმე წუთში არაჟანი დაუმატეთ. აურიეთ და კიდევ რამდენიმე წუთით თუშეთ.

4. როცა კარტოფილი და ფეტვის ბურღული მზად იქნება, ბულიონს შემწვარი ბოსტნეული დაუმატეთ. აქვე დაუმატეთ ყველა მწვანილი, კვერცხი და დაფნის ფოთოლი. მარილი გემოვნებით დაუმატეთ.

5. აურიეთ და ბორში 2 წუთით ადუღეთ. ახლა გაზქურა გამორთეთ, ქვაბს თავსახური დაახურეთ და 10 წუთით გააჩერეთ. ცხელი მწვანე ბორში მაგიდაზე შეგიძლიათ გაიტანოთ.

ჩერნიგოვში ასეთ პირველ კერძს აყოლებენ ტაფაზე შემწვარ კვერებს, რომლის მომზადება მარტივია. გაგისინჯავთ მწვანე ბორში? გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები!