ნამდვილი უკრაინული გირცები „ქვიშით“. გემრიელი კერძი უცნაური სახელით

159

გირცებს სალით ჩვეულებრივ ასე ვამზადებთ. ჯერ პორციას ვხარშავთ, შემდეგ ტაფაზე სალას ხახვთან ერთად ვწვავთ. ბოლოს ყველაფერს ვაერთიანებთ და მზადაა! საზრიანმა დიასახლისებმა მოიფიქრეს, როგორ გააკეთონ კერძი უფრო ექსტრავაგანტულად. მას გირცი „ქვიშით“ ეწოდება.

არ შეგეშინდეთ, რეცეპტში ნამდვილი ქვიშა არაა. სამაგიეროდ, არის სალა და კიროვოგრადის რეგიონის ავთენტური სამზარეულოს ხიბლი! Gastronomia.ge–ს რედაქცია დეტალურად გიამბობთ, როგორ მოამზადოთ ასეთი გირცები.

გირცები სალით

უკრაინული გირცები „ქვიშით“ რომ მოამზადოთ მინიმუმი ხელმისაწვდომი ინგრედიენტი გჭირდებათ. ცომი არა წყალზე, არამედ კეფირზე და კვერცზე უნდა მოზილოთ. ასე უფრო მსუყე და გემრიელი გამოვა. შიგთავსი გასაგებია. ესაა სალა ხახვით.

ცომის ინგრედიენტები:

  • 500-550 გ ხორბლის ფქვილი
  • 1 კვერცხი
  • 300 მლ კეფირი
  • 1 ჩ/კ სოდა
  • 1 ჩ/კ მარილი

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 500 გ სალა
  • 2 ხახვი
  • 5 ს/კ ხორბლის ფქვილი
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. ცომისთვის კეფირი (მის ნაცვლად მაწონი იდეალურია), კვერცხი და მარილი ღრმა თასში აურიეთ. ფქვილი ცალკე გაცერით და სოდა დაუმატეთ. მშრალი და თხევადი ინგრედიენტები აურიეთ. რბილი და ელასტიური ცომი მოზილეთ. პარკი ან პირსახოცი დააფარეთ და 20 წუთით დაასვენეთ.

2. სალა პატარა ნაჭრებად დაჭერით. ოდნავ გახურებულ ტაფაზე გადაიტანეთ და შკვარკის მიღებამდე შეწვით.  თასში გადაიტანეთ და ხელის ბლენდერით ან ხორცსაკეპით დააქუცმაცეთ. ტაფაზე დარჩენილ ცხიმი სხვა კერძის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ.

3. ხახვი გაასუფთავეთ და დაჭერით. შეწვით ტაფაზე, სადაც სალა შეწვით. ოქროსფერი ხახვი და სალა აურიეთ.

4. ცალკე სუფთა ტაფაზე ფქვილი გირცების შიგთავსისთვის მოხალეთ. ოქროსფერი უნდა გახდეს. ხახვს და სალას დაუმატეთ, მარილი მოაყარეთ და კარგად აურიეთ. შიგთავსი მზადაა!

5. მზა ცომი რამდენიმე ნაწილად დაყავით. თითოეულ თხლად გააბრტყელეთ (ცომის სისქე დაახლოებით 6 მმ უნდა იყოს). ჭიქით რგოლები გამოჭერით. რგოლის ცენტრში ცოტა შიგთავსი მოათავსეთ და ცომი გირცისთვის დამახასიათებელი მეთოდით შეკარით. გირცები შიგთავსით შუაში დააფიქსირეთ, შემდეგ კიდეებში.

6. მზა გირცები ფქვილმოყრილ ზედაპირზე გადაიტანეთ. ნაწილი საყინულეში გაყინეთ. ნაწილი მაშინვე მოხარშეთ. ქვაბში წყალი დუღილამდე მიიყვანეთ, ცოტა მარილი დაუმატეთ. პორცია გირცები წყალში ჩააწყვეთ. 5 წუთით ხარშეთ. დროდადრო აურიეთ. შემდეგ ამოიღეთ და შემწვარ ხახვთან და არაჟანთან ერთად სუფრაზე გაიტანეთ.

გირცები სალით: რედაქციის რჩევები

გირცები „ქვიშით“ შიგთავსის დამახასიათებელი ფერის გამო ჰქვია. ადრე ამ რეცეპტში ცომს კარაქსაც უმატებდნენ, ხოლო შიგთავსს ხორცს, რომ უფრო მსუყე გამოსულიყო.

ასეთი კერძი დღის პირველ ნახევარში მიირთვით, რომ კუჭი ძილის წინ არ დატვირთოთ. სალა მაინც კალორიულია, ხოლო ცომთან ერთად ამ გემოების ამბოხს ჯანსაღ საკვებს ვერ ვუწოდებთ. თუმცა ზოგჯერ რაღაც მსგავსი ძალიან გვსურს! საკუთარ თავს საოცარი გირცებით თავის განებივრებაზე უარი არ უთხრათ და სტუმრებსაც გაუმასპინძლდით.

გირცები საყინულეში დიდხანს შეგიძლიათ შეინახოთ, თუმცა ვეჭვობთ, საყინულეში დიდხანს დაყოვნდეს. კერძი სუფრაზე გაიტანეთ ბოსტნეულის და მწვანილის ახალ სალათთან ერთად, რომ საკვების მიღება როგორმე დააბალანსოთ. გემრიელად მიირთვით!