ნამდვილი უკრაინული ბორში

125

იტალიაში – პიცცა და პასტა, ამერიკაში – ბურგერები, ხოლო უკრაინაში კი ბორში და ლორი. ამ კერძებს მთელი მსოფლიო იცნობს. უკრაინული ბორში ნამდვილად ძალიან პოპულარულია, ამიტომაც მისი მომზადების უამრავი მეთოდი არსებობს.

ინგრედიენტები

  • 400გ ჭარხალი
  • 2 სტაფილო
  • 400გ კომბოსტო
  • 5-6 კარტოფილი
  • ოხრახუში
  • 2 ჩაის კოვზი ფქვილი
  • 3 სუფრის კოვზი პომიდვრის პიურე
  • 2 სუფრის კოვზი არაჟანი
  • 1 ჭიქა ბურახი(ორცხობილებისგან)
  • 2,5ლ წყალი
  • ხორცის ბულიონი
  • დაფნის ფოთოლი
  • მწვანილი
  • შავი წიწაკა
  • მცენარეული ზეთი
  • მარილი

მომზადება

1.თავდაპირველად უნდა მოვხარშოთ ხორცის ბულიონი. მოამზადეთ ის გემოვნებით. ამისატის გამოგადგებათ საქონლის ნეკნები. ძვლების დამსახურებით ბულიონი გამოდის ძალიან გემრელი. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი სხვა ხორცი.

2.გაასუფთავეთ ჭარხალი, დაჭერით კუბიკებად და მოთუშეთ მცენარეულ ზეთზე. დაუმატეთ პომიდვრის პიურე, მოასხით ნახევარი ჭიქა ბურახი და მოთუშეთ ჭარხალი.

3.სანამ მზადდება ჭარხალი, ცალკე ტაფაზე მოთუშეთ ხახვი. დაუმატეთ ოხრახუში და გახეხილი სტაფილო. მზა ბოსტნეულს მოაყარეთ ფქვილი. კარგად მოურიეთ და დაელოდეთ რამდენიმე წუთი.

4.ბულიონს დაუმატეთ კუბიკებად დაჭრლი და გასუფთავებული კარტოფილი. მოხარშეთ 15-20 წუთი, მოაყარეთ მოთუშეული ბოსტნეული.

5.თითქმის მზა წვნიანს დაუმატეთ კომბოსტო. მოაყარეთ მარილი და სასურველი სანელებლები გემოვნებით. წამოადუღეთ, მოასხით დარჩენილი ბურახი (წინასწარ წამოდუღებული). მზად არის!

გემრიელად მიირთვით!