ნამდვილი პელმენი – სომხური რეცეპტი

713

1779 წელს ათასობით სომეხი ეკატერინა II ბრძანებით გადასახლებული იქნა კრიმსკის ნახევარკუნძულიდან დონზე. ამ კუთხის კულინარიას სომხური კვალი დღემდე ეტყობა. სწორედ ამ სამზარეულოს შედევრია დღევანდელი ჩვენი კერძი.

ინგრედიენტები

  • 900გ ფქვილი
  • 2 კვერცხი
  • 750გ საქონლის ხორცი
  • 200გ ღორის ხორცი
  • 1 ხახვი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით
  • 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 350მლ თბილი წყალი
  • მაწონი
  • 2 ხახვი

მომზადება

1.დიდ ქვაბშ მოათავსეთ კვერცხი, მარილი, წყალი და ფქვილი

2.მოზილეთ მაგარი ცომი. დააბურთავეთ. გადაფუთეთ პაკეტში და შეინახეთ მაცივარში 30-40 წუთი.

3.ღორის ხორცი, საქონლის ხორცი, ხახვი – გაატარეთ ხორცსაკეპში. მოურიეთ, მოაყარეთ მარილი და წიწაკა.

4.დასვენებული ცომი გაყავით ორ ნაწილად და გააბრტყელეთ თითოეული.

5.დაჭერით კვადრატებად.

6.თითეულ კვადრატზე ჩაის კოვზით მოათავსეთ შიგთავსი.

7.შუაზე გადაკეცეთ ცომი, კარგად დააფიქსირეთ კუთხეები.

8.ან უბრალოდ ბოლოები ერთად შეაწებეთ.

9.ცხელ წყალში ჩაუშვით 5-6 წუთი.

10.ზემოდან მოასხით მაწონი და მოაყარეთ ხახვი.

გემრიელად მიირთვით!