ნაზი ფუნთუშები რაჰათლუკუმით. სტუმრები გაოცდებიან

39

გასულ წელს ოჯახთან ერთად ანტალიაში ვისვენებდი. დასვენებიდან არა მხოლოდ საოცარი რუჯით, არამედ ბევრი აღმოსავლური ტკბილეულით დავბრუნდი. მაგალითად, რაჰათლუკუმით მოგზაურობიდან კიდევ რამდენიმე თვე პირს ვიტკბარუნებდი. დარჩენილი ტკბილეულის, რომელსაც მე და ჩემი მეუღლე ვეღარ გავუმკლავდით, ცომეულში გამოყენება გადავწყვიტე. ოდესმე გაგისინჯავთ ფუნთუშა ლუკუმით? საოცრად გემრიელი და მარტივი დესერტია!

საფუარის ცომთან მუშაობაზე ვგიჟდები. ინგრედიენტების იდეალური კომბინაცია ზეპირად ვიცი. შიგთავსად ნებისმიერი რამ შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, პოვიდლო, შესქელებული რძე, ლუკუმი. თუ იდეა მოგეწონათ, რეცეპტს სწრაფად გაეცანით.

როგორ მოვამზადოთ ფაფუკი ფუნთუშა ლუკუმით

დესერტისთვის ნებისმიერი გემოვნების ლუკუმი გამოგადგებათ. მაგალითად, ალუბლის. ეს შეიძლება იყოს კაკლის ლუკუმი, ასე უფრო გემრიელი გამოვა. ლუკუმის ნაჭრები ძეხვივით გაწელეთ და ცომში გაახვიეთ.

ინგრედიენტები:

  • 6 კვერცხი
  • 150 გ შაქარი
  • 1 კგ ხორბლის ფქვილი
  • 300 გ რაჰათლუკუმი
  • 1,5 ჭიქა რძე
  • 40 გ საფუარი
  • 1 ს/კ კარაქი

მომზადების წესი:

1. ცომი მოამზადეთ. რძე შეათბეთ, ცოცხალი საფუარი, 1 ს/კ ფქვილი და 1 ს/კ შაქარი გააზავეთ. ნარევს პარკი დააფარეთ და გააჩერეთ, რომ საფუარი გააქტიურდეს. 5 კვერცხი დარჩენილ შაქართან ერთად ათქვიფეთ.

2. ფქვილი სამუშაო ზედაპირზე დაყარეთ და ჩაღრმავება გააკეთეთ. მზა პროდუქტები დაუმატეთ. ცომი 20 წუთით მოზილეთ. რბილი და ელასტიური უნდა გამოვიდეს.

3. მზა ცომი თასში გადაიტანეთ, ცოტა კარაქი წაუსვით. ცომს პირსახოცი დააფარეთ და 1 საათით ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ. როცა ზომაში 2–ჯერ გაიზრდება,ფქვილმოყრილ ზედაპირზე ჩაზილეთ.

4. წრიულად გააბრტყელეთ, შემდეგ სამკუთხედად დაჭერით. ფართო ნაწილზე ლუკუმის ნაჭერი დაუმატეთ. სამკუთხედი დაახვიეთ. ასევე ცომი თანაბარ ბურთებად–ნაჭრებად შეგიძლიათ დაყოთ.

5. გააბრტყელეთ, ერთი მხრიდან დასერეთ. იქ, სადაც ჩანაჭერი არაა, ლუკუმი დაადეთ. ზოლებიანი ხვეულები დაახვიეთ. ცხიმწასმულ საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ.

6. მზა ფუნთუშები თბილ ადგილას, მაგალითად, გახურებულ ღუმელში 1,5 საათით გააჩერეთ. როცა ამოვა, კვერცხი წაუსვით და შაქარი მოაყარეთ. ფუნთუშები 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში შეწითლებამდე აცხვეთ.

მზა ფუნთუშები ლუკუმით გისოსზე დააწყვეთ. შაქრის ფხვნილი მოაყარეთ და ჩაიზე მისაყოლებლად სუფრაზე გაიტანეთ. თუ ბევრს ამზადებთ, საპურეში ან სხვა ჰერმეტულ ჭურჭელში შეინახეთ. დიდი პარტიაც მაქსიმუმ 2 დღეში დამთავრდება. ძალიან გემრიელი გამოდის!