ნაზი ტორტი საბჭოთა რეცეპტების კრებულიდან

1218

დღეს Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ძალიან ნაზი და გემრიელი ტორტის დაუმსახურებლად დავიწყებულ რეცეპტს. ასეთი დესერტი საბჭოთა პერიოდში ძალიან პოპულარული იყო, სასადილოებსა და რესტორნებში ხშირად იყიდებოდა.

ბისკვიტის ინგრედიენტები:

  • 5 კვერცხი
  • 150 გრ შაქარი
  • 150 გრ ფქვილი
  • მწიკვი მარილი
  • მწიკვი ვანილი

ცილოვან–კაკლიანი ბისკვიტის ინგრედიენტები:

  • 3 კვერცხის ცილა
  • 100 გრ შაქარი
  • 60 გრ კაკალი
  • ვანილი
  • 20 გრ ფქვილი

კრემის ინგრედიენტები:

  • 300 გრ კარაქი
  • 270 გრ შაქარი
  • 3 კვერცხის გული
  • 180 გრ რძე
  • 1 ს/კ კონიაკი
  • ვანილი

გასაჟღენთად:

  • 70 გრ შაქარი
  • 80 მლ წყალი
  • 1 ს/კ კონიაკი

მომზადების წესი:

  1. კაკალი დანით დაჭერით.
  2. კვერცხის ცილა და კოვზი შაქარი აურიეთ. სქელი და თეთრი მასის მიღებამდე ათქვიფეთ.
  3. დარჩენი შაქარი კაკალს და ფქვილს აურიეთ.
  4. ცილოვანი მასა კაკლის მასას აურიეთ და პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაში ჩაასხით.
  5. 130-150 გრადუსზე 2-2,5 საათით აცხვეთ.
  6. კრემისთვის ყველა ინგრედიენტი კარაქის გარდა აურიეთ, ცეცხლზე დადგით და სქელი მასა მოხარშეთ. სუსტი ცეცხლი გამოიყენეთ, მასას მუდმივად აურიეთ.
  7. კრემი გააგრილეთ.
  8. კარაქი დაარბილეთ და მოცულობაში გაზრდამდე ათქვიფეთ, შემდეგ ნაწილ–ნაწილ მოხარშული კრემი დაუმატეთ და ათქვიფეთ.
  9. სიროფისთვის ყველა პროდუქტი აურიეთ. კონიაკი შეგიძლიათ სხვა ალკოჰოლით ჩაანაცვლოთ.
  10. ბისკვიტისთვის კვერცხი, შაქარი და მარილი აურიეთ. სქელი, ფუმფულა და მყარი მასის მიღებამდე ათქვიფეთ.
  11. ვანილი გემოვნებით დაუმატეთ.
  12. ფქვილი გაცერით და ნაწილ–ნაწილ დაუმატეთ, ათქვეფა არ შეწყვიტოთ.
  13. 180 გრადუსზე დაახლოებით 20-25 წუთით აცხვეთ.
  14. ბისკვიტი გააგრილეთ და შუაზე გაყავით. ჩამოჭრილი კუთხეები ბლენდერით დააქუცმაცეთ.
  15. თითოეული ფენა სიროფით გაჟღინთეთ.
  16. ტორტი თქვენი გემოვნებით ააწყვეთ: ფენები ნებისმიერი რიგით დააწყვეთ, კრემი უხვად წაუსვით.
  17. ტორტის გვერდებსა და ზედა ნაწილს კრემი წაუსვით, ნაფშვენი მოაყარეთ.
  18. ზემოდან საკონდიტრო ტომრით და სხვადასხვა საცმით კრემს ტოტების და ყვავილების ფორმა მიეცით.
  19. რამდენიმე საათით მაცივარში გასაჟღენთად და სტაბილიზაციისთვის შეინახეთ.
  20. გემრიელი დესერტი თქვენი გემოვნებით გააფორმეთ. ბევრი უბრალოდ გახეხილ რძიან შოკოლადს აყრის.

გემრიელ ჩაის სმას გისურვებთ.