ნაზი ორცხობილა ხაჭოთი და ვაშლით ჩაიზე მისაყოლებლად

323

ბევრი მარტივი, მაგრამ წარმატებული რეცეპტი ძველ საბჭოურ ჟურნალებთან ერთად დაიკარგა. ეს მივხვდი, როცა ხაჭოს ორცხობილა ვაშლით შემხვდა. რაღაც ძალამ იმწამსვე მისი მომზადება მიბიძგა. ახლა ჩემი ერთ–ერთი საყვარელი რეცეპტია.

ყველაფერი წარმოუდგენლად რბილი სველი ცომის გამო. ხაჭოს ნაწარმი თავისთავად ძალიან წვნიანია, თუ ასე შეგვიძლია ვთქვათ. ვაშლის რბილობი ამ ეფექტს აძლიერებს. შემდეგში მსხლით მომზადებას ვაპირებ. ისეთი წინათგრძნობა მაქვს, რომ არანაკლებ გემრიელი გამოვა.

ინგრედიენტები:

  • 2 ვაშლი
  • 100 გ შაქარი
  • 300 გ ხორბლის ფქვილი
  • 2 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 150 გ კარაქი
  • 2 კვერცხი
  • 300 გ ხაჭო
  • შაქრის ფხვნილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. ვაშლი გათალეთ და შუაგული თესლებიანად მოაშორეთ. სახეხზე გახეხეთ და წვენი კარგად გაწურეთ. ვაშლის წვენი არ გჭირდებათ.

2. კარაქი და შაქარი აურიეთ. ვაშლის რბილობი, ხაჭო და კვერცხი დაუმატეთ და აურიეთ.

3. თანდათან ფქვილი დაუმატეთ და წებოვანი ცომი მოზილეთ.

4. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ, ცომი ულუფებად მოათავსეთ და 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთით აცხვეთ.

როგორც ნებისმიერი ცომეული, ხაჭოს ორცხობილა გემრიელია მაშინ, როცა პირდაპირ ღუმელიდან მაგიდაზე გააქვთ. ასე წვნიანობას, გემრიელ ქერქს და ნაზ რბილობს ინარჩუნებს. სურვილისამებრ შაქრის ფხვნილი მოაყარეთ. ცოტა მეტი დრო შეგიძლიათ დახარჯოთ და მწიკვი დარიჩინი მოაყაროთ, რომელიც ვაშლს იდეალურად ეთავსება.