ნაზი ნამცხვარი, რომლისთვისაც ხსნადი ყავის მარაგი ამოვწურე და არ ვნანობ

401

ახლახანს უმარტივესი ინგრედიენტებით უჩვეულო ყავის ნამცხვარი გამოვაცხვე. ჩემმა შეყვარებულმაც დააფასა, თუმცა ყავას ვერ იტანს. მოკლედ, ეს წარმატებაა! ახლობლებისთვის ამ ტკბილეულის მომზადებას გირჩევთ. მით უფრო, ძალიან ცოტა დროს წაგართმევთ.

ყავის ნამცხვარი

ყავის ნამცხვარი რომ გააკეთოთ, დაფქული ყავის მომზადებით თავი არ შეიწუხოთ. ამ რეცეპტში პაკეტის ან ქილის ხსნად ყავას ვიყენებთ. ეს ინგრედიენტი ცომშიც დაგჭირდებათ და არაჟნის კრემშიც, რომლითაც ნამცხვარს დავფარავთ. ასე ნაზ ტკბილეულს მსუბუქი ყავის გემოთი მიიღებთ. თითებს ჩაიკვნეტთ!

ცომის ინგრედიენტები:

  • 100 მლ კეფირი
  • 2 კვერცხი
  • 100 მლ მცენარეული ზეთი
  • 150 გ ხორბლის ფქვილი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 3 ჩ/კ ხსნადი ყავა
  • 1 ჩ/კ სოდა
  • 1 ჩ/კ ძმარი

კრემის ინგრედიენტები:

  • 150 გ არაჟანი
  • 1 ჩ/კ ხსნადი ყავა
  • 3-4 ჩ/კ შაქარი

მომზადების წესი:

1. პირველ რიგში, ცომი მოამზადეთ. კეფირი და ყავა ყავის გახსნამდე აურიეთ. კვერცხი შაქართან ერთად ათქვიფეთ, სანამ მასა არ გათეთრდება. მცენარეული ზეთი ჩაასხით და კვლავ ათქვიფეთ.

2. კვერცხის ნარევი კეფირისა და ყავის ნარევს დაუმატეთ. კარგად აურიეთ. ახლა სოდა, ძმარი და გაცრილი ფქვილი დაუმატეთ. ათქვეფა გააგრძელეთ, სანამ ცომი ერთგვაროვანი არ გახდება და ყველა გოროხი არ გაიხსნება.

3. საცხობ ფორმას კარაქი ან მცენარეული ზეთი წაუსვით. ღუმელი 180 გრადუსამდე გააცხელეთ. ცომი ფორმაში ჩაასხით და სპატულით გაასწორეთ. პეროგი 180 გრადუსზე 30 წუთით აცხვეთ. მზაობა კბილის ჩხირით შეამოწმეთ.

4. ამ დროში ჩასასხმელად არაჟანი, ყავა და შაქარი აურიეთ, სანამ ინგრედიენტები არ გაიხსნება. ნამცხვარს მიღებული ნარევი ზემოდან წაუსვით და გემოვნებით გააფორმეთ. მაგალითად, მსხვილ სახეხზე შავი ან რძიანი შოკოლადი გახეხეთ ან კაკაოს ფხვნილი მოაყარეთ.

5. თბილი ან სრულად გაცივებული ნამცხვარი ჩაიზე მისაყოლებლად მაგიდაზე გაიტანეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, გემოს გაჩუქებთ. გემრიელად მიირთვით!

რედაქციის რჩევა – ყავის ნამცხვრის ცომი სხვა ცომეულის მოსამზადებლად გამოგადგებათ. მაგალითად, თუ ჩვეულებრივი ფორმა არა, მაგრამ კექსის ფორმა გაქვთ, თამამად გამოიყენეთ. გემრიელი და არომატული გამოვა! გარდა ამისა, ზემოდან შოკოლადის ჭიქური შეგიძლიათ დაასხათ.

გიყვართ ხსნადი ყავა? იყენებთ ცომეულში? გაგვიზიარეთ თქვენი საყვარელი კერძის რეცეპტები, სადაც ყავა ერთ–ერთი ინგრედიენტია.