ხაჭოს დესერტებს შორის, კრაკოვული სირნიკი მართლაც განსაკუთრებულია. შიგთავსი ძალზედ ჰაეროვანი და მსუბუქი გამოდის, უნაზესი ფხვიერი ცომი კი მას იდეალურად ავსებს.
ცოტა ცომი და მეტი შიგთავსი – გახლავთ ამ შესანიშნავი ხაჭოს დესერტის საიდუმლო. მისი მომზადება არც თუ ისე იოლია, მაგრამ შედეგი ამად ნამდვილად ღირს.
ინგრედიენტები
- 1 კგ ხაჭო
- 1 კვერცხი
- 10 კვერცხის გული
- 10 კვერცხის ცილა
- 225 გრ კარაქი
- 375 გრ შაქრის პუდრი
- 2 გრ ვანილინი
- 3 ს.კ. სახამებელი
- 250 გრ ფქვილი
- 100 გრ ქიშმიში
- 1 მწიკვი მარილი
მომზადება
- 125 გრ დარბილებული კარაქი ათქვიფეთ 125 გრ შაქრის პუდრთან. დაამატეთ 1 კვერცხი, ვანილინი, მოურიეთ. გაცერით ფქვილი, დაამატეთ მასას, მოზილეთ ცომი და შედგით მაცივარში 1 საათით.
- ნახევარზე ცოტა მეტი ცომი მოჭერით, გააბრტყელეთ. დააფინეთ საცხობ ფორმაზე პერგამენტი, მოათავსეთ ცომი, დაჩხვლიტეთ ჩანგლით და შედგით მაცივარში 30 წუთით.
- დროის ამოწურვის შემდეგ შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 12-15 წუთით.
- მოამზადეთ შიგთავსი. გაცერით ხაჭო და დააბლენდერეთ ნაზი მასის მიღებამდე.
- შემდეგ ათქვიფეთ 200 გრ დარბილებული კარაქი დარჩენილ შაქრის პუდრთან.
- დაამატეთ სათითაოდ კვერცხის გულები და თითო ს.კ. ხაჭო კარაქის მასას. კარგად ათქვიფეთ.
- ათქვიფეთ კვერცხის ცილა და 1 მწიკვი მარილი, დაუმატეთ 50 გრ შაქრის პუდრი. დაამატეთ მყარ მასას ქიშმიში და სახამებელი.
- გამომცხვარი ფენა მოათავსეთ საცხობ ფორმაზე, ზემოდან – შიგთავსი.
- გააბრტყელეთ დარჩენილი ცომი, დაჭერით ზოლებად. მოათავსეთ შიგთავსის ზემოთ რომბების სახით.
- შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 50 წუთით. გამორთეთ ღუმელი, ოდნავ გამოაღეთ ღუმელის კარი და დატოვეთ 1 საათით.
მიირთვით უგემრიელესი ხაჭოს დესერტი ყავასთან ან ჩაისთან. შეგიძლიათ მოასხათ ათქვეფილი ლიმონის წვენი და შაქრის პუდრის მასა. შეინახეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!