საკმარისია, შესქელებულ რძეზე მომზადებული კექსი ერთხელ გასინჯოთ, რომ დესერტი სამუდამოდ შეგიყვარდეთ. Gastronomia.ge–ს რედაქცია გირჩევთ, გასინჯოთ კექსი შესქელებული რძით – ნაზი, ჰაეროვანი და უჩვეულოდ არომატული! რეცეპტი ხელმისაწვდომია, ხოლო კექსი წარმოუდგენლად გემრიელია. ხშირად მოამზადეთ და ოჯახის წევრები გაახარეთ.
ინგრედიენტები:
- 1 ქილა შესქელებული რძე
- 4 კვერცხი
- 40 გრ კარაქი
- 70 მლ არაჟანი (სურვილისამებრ)
- 2 ჩ/კ გამაფხვიერებელი
- 190 გრ ფქვილი
- 1 პაკეტი ვანილის შაქარი ან დანის წვერით ვანილი
მომზადების წესი:
- კვერცხი სქელ, მყარ ქაფამდე ათქვიფეთ. შესქელებული რძე ჩაასხით და ოდნავ გამდნარი კარაქი დაუმატეთ. ცოტა არაჟანი შეგიძლიათ დაუმატოთ. ყველაფერი კარგად აურიეთ. მიქსერით შეგიძლიათ ათქვიფოთ.
- ფქვილი აუცილებლად გაცერით, გამაფხვიერებელი დაუმატეთ. ახლა ნარევს დაუმატეთ. ვანილის შაქარი არ დაგავიწყდეთ.
- ფორმაში საცხობი ქაღალდი ან პერგამენტი ჩააფინეთ. თუ ასეთი არ გაქვთ, ფორმას უბრალოდ კარაქი წაუსვით. ცომი ჩაასხით და წინასწარ გახურებულ ღუმელში აცხვეთ.
- 190 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25 წუთით აცხვეთ, შემდეგ 170 გრადუსზე – კიდევ 25 წუთი. კექსი ფორმაში 10 წუთით გააჩერეთ, გააგრილეთ. კექსი შესქელებული რძით მზადაა! ახლა სილამაზისთვის შაქრის ფხვნილი მოაყარეთ, თუმცა დესერტი ამის გარეშეც გემრიელია.
- კარგ ჩაის სმას გისურვებთ, გემრიელად მიირთვით!