ნაზი იტალიური დესერტი, რომლის მომზადებას ისეთი მეუღლეც კი შეძლებს, რომელმაც პირველად შემოიხედა სამზარეულოში

1022

როგორც იქნა მოვიდა ახალი ხილის და კენკრის დროც! დროა მოვამზადოთ განუმეორებელი საზაფხულო დესერტი. პანაკოტა მარწყვით – უგემრიელესი ნაღების გემო და არომატი.

პანაკოტა – იტალიური დესერტი, რომალსაც ამზადებენ ცხიმიანი ნაღებისგან და შაქრისგან. ამ ტკბილეულის სამშობლოდ პეონტი ითვლება, მაგრამ მან მალევე შეძლო მთელი იტალიის გულის მოგება. მე დღეს მოვამზადებ მარწყვის გულსართით.

ინგრედიენტები

  • 350მლ ნაღები ცხიმიანი
  • 2 შეკვრა ჟელატინი
  • 200-250გ მარწყვი
  • 200გ შაქარო
  • ვანილი

მომზადება

1.ჟელატინი წინასწარ ჩაალბეთ 3 სუფრის კოვზ ცივ წყალში, ცალ-ცალკე თითოეული შეკვრა.

2.ქვაბში ჩაასხით ნაღები, დაუმატეთ 70გ შაქარი და ვანილი სურვილისამებრ. გააცხელეთ დაბალ ცეცხლზე, მაგრამ არ აადუღოთ. შაქარი უნდა გალღვეს ბოლომდე. თუ ნაღები დაქაფიანდება მისი გამოწურვა შეგიძლიათ.

3.გააგრილეთ ნაღები და დაუმატეთ პირველი ულუფა ამოფუებული ჟელატინი.

4.ჩაასხით ნაღები ჯამში და შეინახეთ მაცივარში 30 წუთი.

5.გასუფთავებული მარწყვი დაჭყლიტეთ და აქციეთ პიურედ. კენკრის პიურე გადაიტანეთ ქვაბში და დაუმატეთ 70გ შაქარი. გააცხელეთ და აადუღეთ. დაელოდეთ შაქრის გალღვობას და გადმოიტანეთ ცეცხლიდან, რათა გაგრილდეს.

6.პიურეს დაუმატეთ მეორე ნახევარი ჟელატინი. კარგად მოურიეთ.

7.ხილის პიურე მოასხით გაგრილებულ ნაღების ჟელეს. ისევ დააბრუნეთ მაცივარში 30 წუთი.

8.გააფორმეთ შოკოლადით და ხილით.

პანაკოტა გამოდის საოცრად ნაზი და არომატული. როგორც ხედავთ უმარტივესად და უსწრაფესად მზადდება.

გემრიელად მიირთვით!