ნაზი გემო და ჰაეროვანი ტექსტურა. უკრაინული ფუნჩულების ცომის მომზადების საიდუმლო

298

ლვოვში, უკრაინაში ბოლო მოგზაურობისას მე და ჩემი მეუღლე ეროვნული სამზარეულოს ყველა ცნობილი ადგილის მონახულებას ვცდილობდით. რა თქმა უნდა, ქმარი ადგილობრივი ძეხვით და ბრენდირებული ლუდის ასორტიმენტით აღფრთოვანებული იყო. პირადად მომეწონა „დალუქული“ ყავა, რომელიც ლეგენდარულ ცომეულთან ერთად მოჰქონდათ. ლვოვური ფუნჩულები არა მხოლოდ ზომით, არამედ გემოთი გამოირჩევა.

ლვოვში ასეთ ფუნჩულებს პამპუშკებს ან პამპუხებს უწოდებენ. ტრადიციულად, შობის წინ ამზადებენ. ცომი ტკბილი ყაყაჩოს შიგთავსით ან ჯემით ივსება. ასე ფუნჩულა უფრო გემრიელი გამოდის. შობის წინადღეს პამპუშკები სუფრაზე დესერტად გააქვთ. Gastronomia.ge–ს რედაქცია მის მომზადებას გთავაზობთ.

ლვოვური ფუნჩულები: ცომის მომზადების საიდუმლო

გარდა იმისა, რომ ასეთი ფუნჩულები შიგთავსით მზადდება, ცომის მომზადების მეთოდიც განსხვავდება. აუცილებელი ინგრედიენტების სიას, შიგთავსის ვარიანტებს და მომზადების სხვა დეტალებს ქვემოთ გაეცანით.

ინგრედიენტები:

  • 1,2 კგ ხორბლის ფქვილი
  • 220 გ შაქარი
  • 70 გ მზესუმზირის ზეთი
  • 3 კვერცხის გული
  • 40 გ საფუარი
  • 600 მლ რძე
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 70 გ კარაქი
  • ვანილი გემოვნებით
  • 200 გ ალუბალი

მომზადების წესი:

1. პირველ რიგში, ცომის ხაში გააკეთეთ. თბილი რძე ღრმა თასში ჩაასხით. 1 ს/კ შაქარი და დაპრესილი საფუარი დაუმატეთ. აურიეთ. 200 გ ფქვილი დაუმატეთ და ისევ აურიეთ.

2. პირსახოცი გადააფარეთ და 2 საათით ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ. შემდეგ ისევ აურიეთ. სათქვეფით მუშაობა არ შეწყვიტოთ ისე, დარჩენილი შაქარი, ვანილი, მარილი, კარაქი და ზეთი დაუმატეთ.

3. ამ ერთგვაროვან მასას 600 გ ფქვილი დაუმატეთ. დარჩენილი 200 გ ფქვილი სამუშაო ზედაპირს მოაყარეთ. ცომი მოზილეთ. როცა მზად იქნება. ზეთწასმულ თასში გადაიტანეთ და 30 წუთით სითბოში გააჩერეთ.

4. ამოსული ცომი რამდენიმე ნაწილად გაყავით, თითოეული ძეხვივით დააგუნდავეთ. 70 გ ნაჭრებად დაჭერით. კვერები გააკეთეთ, ცენტრში რამდენიმე უკურკო ალუბალი ჩადეთ. როგორც ახალი, ასევე დაკონსერვებული გამოგადგებათ.

5. შიგთავსი ცომში დამალეთ, კიდეები კარგად შეკარით. ფუნჩულები ბევრ ზეთში შეწითლებამდე შეწვით. მზა ნაწარმი ქაღალდზე გადაიტანეთ, რომ ზედმეტი ცხიმი მოაშოროთ.

ფუნჩულებს გაგრილება არ აცადოთ, მაშინვე შაქრის ფხვნილი მოაყარეთ. სუფრაზე თბილი ფუნჩულები კეფირთან ან უშაქრო კომპოტთან ერთად გაიტანეთ. ტრადიციული უკრაინული დესერტი მზადაა.