მსოფლიოში სახელგანთქმული და ყველასთვის საყვარელი ლიქიორის გრანიტა

1442

“ლიმონჩელო” არის ლიმონის ლიქიორი, მზადდება ლიმონის კანით და სუფთა ალკოჰოლით. მისი წარმოშობის ადგილია ამალფის სანაპირო და კუნძული კაპრი, ნეაპოლის ახლოს. ამჟამად ეს მთელ მსოფლიოში სახელგანთქმული და ყველასთვის საყვარელი ლიქიორია. იგი ინახება საყინულეში (მასში შემავალი ალკოჰოლი იცავს გაყინვისგან) და ჩვეულებრივსამებრ სუფრაზე მიაქვთ სადილის შემდეგ, ყინულივით ცივი.

ინგრედიენტები:

  • 2 ფინჯანი (500 მლ) წყალი
  • 100 გ შაქარი
  • 125 მლ ლიქიორი “ლიმონჩელო”
  • 60 მლ ახალგამოწურული ლიმონის წვენი
  • 1 ლიმონი მოსართავად

ულუფა: 4-6

მომზადება: 15 წუთი + 5 საათი გასაყინად

დონე: 2

მომზადების წესი:

  1. წყალი და შაქარი სქელძირიანი ქვაბით დაბალ ცეცხლზე შემოდგით, სანამ შაქარი სრულიად არ გადნება. გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე.
  2. შეურიეთ “ლიმონჩელო”, ლიმონის წვენი და მიღებული ვაჟინი ჩაასხით 25 სმ მოცულობის პლასტმასის ან უჟანგავი ფოლადის კონტეინერში. შედგით საყინულეში და დატოვეთ 1 საათი. გრანიტას დიდ კრისტალებად დასაქუცმაცებლად გამოიყენეთ ჩანგალი ან ხელის ბლენდერი. თუ ნაყინის აპარატს იყენებთ, მაშინ ამ ეტაპზე უკვე უნდა გადაიტანოთ ეს მასა და მიჰყვეთ ინსტრუქციას. თუ ხელით აგრძელებთ მომზადებას, კონტეინერი 30 წუთით ისევ საყინულეში შედგით, ოღონდ ჭურჭელი შეცვალეთ და იგივე პროცედურა გაიმეორეთ 3-4ჯერ, სანამ კრისტალები სულ არ გაიყინება.
  3. მიღებული მასა გადაიტანეთ 4-6 თასში ან ჭიქაში და თავზე ლიმონი მოაწყვეთ.