მოუმზადეთ თქვენს პატარებს ლამაზი და ორიგინალური ტორტი “ზურმუხტისფერი კუ”

1030

ბისკვიტის ტორტები მრავალი დიასახლისის სისუსტეა. ისინი მათ ისე ხშირად ამზადებენ, რომ ხშირად მრავალფეროვნება ავიწყდებათ. და ეს, სხვათა შორის, ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ოჯახში პატარა შვილები გყავთ. ბავშვები, უმეტეს შემთხვევაში, დესერტებს შორის ჟელეს ირჩევენ. მაგრამ როგორ გავაერთიანოთ ეს ორი სტრუქტურა ისე, რომ ისინი ერთმანეთს არა მარტო  გარეგნულად, არამედ გემოთიც ერწყმოდეს.

დესერტის ფორმა ამ შემთხვევაში უდიდეს როლს თამაშობს. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ დღეს გაგიზიაროთ “ზურმუხტისფერი კუს” რეცეპტი, რომელიც თქვენ პატარებს აუცილებლად მოეწონებათ.

ინგრედიენტები

  • 3 ც კვერცხი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 500 გრ ხაჭო
  • 1 ს.კ. ჟელატინი
  • 6 ც კივი
  • 0,5 ჭიქა ხორბლის ფქვილი
  • 0,5 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 0,5 ჭიქა წყალი
  • 300 მლ არაჟანი

მომზადების წესი

1. ცომის მოსამზადებლად მიქსერით ათქვიფეთ კვერცხი და თანდათან დაუმატეთ ნახევარი ჭიქა  შაქარი. შემდეგ მასა ათქვიფეთ მაქსიმალურ სიმძლავრეზე 3 წუთით, სანამ იგი არ გათეთრდება და არ გახდება ჰაეროვანი. პერიოდულად დაუმატეთ ცოტ-ცოტა გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი. კარგად მოურიეთ, რომ არ იყოს ფქვილის ბურთულები.

2. საცხობ ფორმაში დააფინეთ პერგამენტი, ზემოდან ზეთი წაუსვით და ჩაასხით მასში მზა ცომი. გამოაცხვეთ ფენა 180 გრადუსზე, 25 წუთის განმავლობაში. შემდეგ ტორტის ფენა გააცივეთ და “დაასვენეთ” მინიმუმ 2 სათით. ამ დროის განმავლობაში ღრმა თასში შეურიეთ ერთმანეთს რბილი ხაჭო და არაჟანი, ზემოდან მოაყარეთ შაქარი და ვანილი.

3. ხაჭოსა და არაჟნის ნაზავი ათქვიფეთ მიქსერით ან დააბლენდერეთ რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. გახსენით ჟელატინი წყალში თქვენთვის ნაცნობი მეთოდით და ჯერ კიდევ თბილი ჩაასხით არაჟნისა და ხაჭოს ნაზავში. კარგა მოურიეთ, ღრმა თასზე დააკარით საკვები ცელოფანი და მასში გადაიტანეთ მიღებული მასა. თასის დიამეტრი ფენაზე პატარა უნდა იყოს.

4. კრემი შეინახეთ მაცივარში 3-4 საათით (ან მთელი ღამით). სანამ კრემს ზემოდან ბისკვიტს დაადებდეთ, გაჟღენთეთ ბისკვიტი სიროფით ან თქვენთვის სასურველი წვენით. კრემით სავსე თასი ჩაბრუნებულ მდგომარეობაში ბისკვიტზე მოათავსეთ. ტორტს მოხსენით საკვები ცელოფანი.

5. კივი უნდა იყოს მწიფე და ტკბილი. ორი კივი გაჭერით შუაზე სიგრძით და ერთ მხარეს თითოეულს გაუკეთეთ ჭრილები – ეს იქნება კუს თათები. ცხოველის თავი დაამზადეთ ერთი ცალი კივის ნახევრიდან, ხოლო თვალებისთვის გამოიყენეთ მოცხარი ან ქიშმიში. დარჩენილი კივი დაჭერით თხელ ნაჭრებად და ხაჭოს გუმბათზე დააწყვეთ. პროპორციულად მოათავსეთ თავი და კიდურები. შედგით ტორტი მაცივარში 20 წუთით, შემდეგ კი გაუმასპინძლდით თქვენს პატარებს.

ეს ტორტი ძალიან გემრიელი და საკმაოდ სასარგებლოა. რთულია დაჯერება, მაგრამ ასეთი სილამაზის მომზადება საშიაო პირობებშიც ძალიან მარტივად შეგიძლიათ.