მოამზადეთ ულამაზესი და უგემრიელესი ხაჭოსა და ჟოლოს ტორტი, რომელსაც გამოცხობა არ სჭირდება

1870

თუ ზაფხულის ცხელ დღეებში ცხობა არ გიყვართ, მაგრამ ძალიან გსურთ მოამზადოთ გემრიელი ტორტი ან ნამცხვარი სწრაფად და მარტივად, არ იღელვოთ, ჩვენმა რედაქციამ ასეთი შემთხვევებისთვის მოგიმზადათ ხაჭოსა და ჟოლოს საზაფხულო ტორტის შესანიშნავი რეცეპტი, რომელსაც გამოცხობა არ სჭირდება!

ტორტი ძალიან გემრიელი და ამასთან, გარეგნულად ძალიან ლამაზია, ამიტომ, მისი მომზადება ნებისმიერ დღესასწაულზე ან წვეულებაზე შეგიძლიათ.

ინგრედიენტები

  • 300 გრ ჟოლო
  • 500 გრ შვრიის ორცხობილა
  • 10 გრ ვანილის შაქარი
  • 200 მლ არაჟანი
  • 200 მლ წყალი
  • 500 გრ ხაჭო
  • 200 გრ კარაქი
  • 125 გრ შაქარი
  • 20 გრ ჟელატინი
  • 15 გრ ჟოლოს ჟელე

მომზადების წესი

1. 150 გრ ჟოლოსგან პიურე დაამზადეთ. ჟელატინს წყალი დაასხით და გააჩერეთ. გაღვივებული ჟელატინი წყლის ორთქლზე გაადნეთ.

2. შეურიეთ ერთმანეთს ხაჭო, არაჟანი, ვანილის და ჩვეულებრივი შაქარი და კარგად ათქვიფეთ. დაუმატეთ ჟოლოს პიურე და კვლავ ათქვიფეთ. ჩაასხით გამდნარი ჟელატინი და მოურიეთ.

3. დაფშვენით ორცხობილა, დაუმატეთ დარბილებული კარაქი და გადაიტანეთ პერგამენტიან საცხობ ფორმაში. კოვზით გააბრტყელეთ, რომ მიიღოთ ბრტყელი ფენა. ზემოდან სქლად წაუსვით ხაჭოს ნაზავის ნახევარი, შემდეგ დააწყვეთ ჟოლოს კენკრა, შემდეგ იგივე გაიმეორეთ. შეინახეთ დესერტი მაცივარში 30 წუთით.

4. ჟოლოს ჟელე მოამზადეთ მის შეფუთვაზე ნაჩვენები ინსტრუქციის მიხედვით, შემდეგ გააცივეთ. დაასხით ჟელე ტორტის ზედაპირს და თანაბრად გადაანაწილეთ. შეინახეთ დესერტი მაცივარში, სანამ ბოლომდე გაცივდება.