მოამზადეთ ნივრის ღვეზელი ყველითა და მწვანილით, რომელიც თქვენს სადღესასწაულო სუფრას დაამშვენებს

1533

როდესაც ნივრის უგემრიელეს ღვეზელს ვაცხობ, როგორც წესი, სამზარეულოში მთელი ოჯახი იკრიბება, რადგან არავის შეუძლია ამ საოცარ კერძზე უარის თქმა.

ღვეზელი ყველითა და მწვანილით

ინგრედიენტები

  • 300 მლ თბილი რძე
  • 500 გრ ფქვილი
  • 11 გრ მშრალი საფუარი
  • 1 ჩ.კ. შაქარი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 4 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 კონა კამა
  • 1 თავი ნიორი
  • 200 გრ კარაქი
  • 200 გრ ყველი
  • მართკუთხედი საცხობი ფორმა დიამეტრით 25×11 სმ

მომზადების წესი

1. ჩაასხით თასში რძე, დაუმატეთ საფუარი და შაქარი, მოურიეთ და გადააფარეთ დასაკრავი ცელოფანი. გააჩერეთ 10 წუთით.

2. შემდეგ მოხსენით ცელოფანი, მოურიეთ და თანდათან დაუმატეთ გაცრილი ფქვილი. უნდა დაუმატოთ დაახლოებით 300-350 გრ ფქვილი რომ მოზილოთ საკმაოდ სქელი ცომი. დანარჩენი ფქვილი მოაბნიეთ მაგიდაზე და გადაიტანეთ ცომი მასზე.

3. ჩაასხით თასში ზეითუნის ზეთი და მოათავსეთ ცომი მასში, ხელით გაიყვანეთ. შემდეგ დააფარეთ დასაკრავი ცელოფანი და გააჩერეთ 1 საათით.

4. ამ დროის განმავლობაში დააბლენდერეთ კამა, დაუმატეთ კარაქი და კარგად მოურიეთ.

5. გაიყვანეთ ცომი თხელ ფენად და ზედაპირზე მოათავსეთ კამისა და კარაქის ნაზავი.

6. გაახვიეთ ცომი რულეტივით. გაყავით რულეტი ორ ნაწილად და მათგან გააკეთეთ “ნაწნავი”, ბოლოები კი შეაწებეთ.

7. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და მოათავსეთ მასში ცომი.

8. ცომს ზემოდან დახეხილი ყველი მოაყარეთ, ხელსახოცი გადააფარეთ და გააჩერეთ 30 წუთით.

9. შემდეგ მოათავსეთ საცხობი ფორმა 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში და გამოაცხვეთ ღვეზელი 30-35 წუთის განმავლობაში.

10. სულ ესაა, ძალიან გემრიელი და არომატული ნივრის ღვეზელი ყველითა და მწვანილით მზადაა!

გემრიელად მიირთვით!