ლობიო ძალიან პოპულარული პროდუქტია. ჩვენში ლობიოს ამზადებენ როგორც ხმელი, ასევე ნედლი სახითაც. ნედლი აღმოსავლეთ საქართველოში ტრადიციულად იხარშება ლობიოს შეჭამანდის სახით. სწორედ ამ კერძის რეცეპტს გასწავლით დღეს…
ინგრედიენტები:
- ლობიო 1 კგ
- წყალი დაახლოებით 3 ლ
- ხახვი 3-4 თავი
- ერბო ან ზეთი 100 გ
- ქინძი 50 გ
- ქონდარი 20 გ
- პიტნა 10 გ
- წიწაკა და მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- მარცვალი ლობიო გავარჩიოთ, გავრეცხოთ, ჩავყაროთ წყალში და მოვხარშოთ.
- წყალი თუ დააკლდა, დავუმატოთ. ლობიო რომ მოიხარშება, წვენი უნდა ჰქონდეს.
- ერბოში ან ზეთში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და დავუმატოთ მოხარშულ ლობიოს.
- დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ახალი ქინძი, ქონდარი, პიტნა, წიწაკა და მარილი.
- 10-15 წუთის დუღილის შემდეგ ლობიოს წვნიანი შეჭამანდი მზადაა.