მექსიკური მარაო თქვენს სტუმრებს სადღესასწაულო განწყობას შეუქმნის

2081

ორიგინალურად დაკეცილი და დაწყობილი ხელსაწმენდით შეიძლება მორთოთ როგორც სადღესასწაულო, ასევე ყოველდღიური  სუფრა, რაც მაგიდასთან მსხდომებს დამატებით კომფორტსა და სადღესასწაულო განწყობას უქმნის. “გასტრონომია” გასწავლით სუფრის გაფორმების ულამაზეს მეთოდს.

1. ხელსაწმენდი დავაფინოთ სწორად გაშლილი.

2. ხელსაწმენდის ზედა მხარის 1/3-ის 1/4 გადმოვკეცოთ ქვემოთ.

3. ხელსაწმენდი გადავაბრუნოთ და ქვედა ნაწილის 1/3 გადავკეცოთ ზემოთ.

4. გადავკეცოთ ხელსაწმენდი შუაზე ქვემოდან ზემოთ.

5. მიღებული ფიგურა დავკეცოთ გოფრირებული ფორმით ისე, რომ მივიღოთ 5 თანაბარი ფენა.

6. გავშალოთ “მარაო”.

მექსიკური მარაო მზადაა. გაუზიარეთ ეს პატარა გაკვეთილი თქვენს მეგობრებს!