მას შემდეგ, რაც ბლენდერი შევიძინე, პურს მაღაზიაში აღარ ვყიდულობ.

2532

ჩემს სამზარეულოში ბლენდერს, რომელიც წლების წინ დაბადების დღეზე მაჩუქეს, საკუთარი ფუნქცია საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში დაკარგული ჰქონდა. სიმართლე გითხრათ, ის სამზარეულოს საკმაოდ გამოსადეგი ნივთის მაგივრად, უბრალო დეკორაციულ ელემენტად იქცა.

ასე გრძელდებოდა იქამდე, სანამ მეგობართან უგემრიელესი ფუნთუშები დავაგემოვონე. გაოცებას ვერ ვმალავდი, როდესაც გავიგე, რომ ამ ძალიან რბილი, ნაზი, საოცრად მოცულობითი და ჰაეროვანი ფუნთუშების საიდუმლო სწორედ ბლენდერში იყო.

ბლენდერი – შეუცვლელი ნივთი თანამედროვე სამზარეულოში, რომლის დახმარებითაც ჩვენ მარტივად შეგვიძლია უგემრიელესი კოქტეილებისა და მუსების, სუფლეს, სუპ-პიურის, პაშტეტისა და სხვა მრავალი გემრიელი კერძის მომზადება. გარდა ამ მცირე ჩამონათვალისა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ბლენდერი არაჩვეულებრივი საშუალებაა ცომის დასამზადებლადაც. დიახ, არ მოგესმათ!

მას შემდეგ, რაც ამ მარტივი ხრიკის შესახებ შევიტყვე, მაღაზიაში პურის შეძენას შევეშვი. ახლა უკვე თავად ვაცხობ პურს, რომელიც მაღაზიის პროდუქციისგან განსხვავებით, ბევრად გემრიელი და, ამასთანავე, სასარგებლოა.

უგემრიელესი პური საკუთარი ხელით

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ხორბლის ფქვილი
  • 1 ს.კ. მარგანინი
  • 1/2 ს.კ. მარილი
  • 150 გ რძე
  • 150 გ შაქარი
  • 2 მოხარშული კარტოფილი
  • 15 გ მშრალი საფუარი
  • 2 ს.კ. კარაქი
  • 2 კვერცხი

მომზადება: 

1. ყველა ინგრედიენტი, გარდა ფქვილისა, მოათავსეთ ბლენდერში და თქვიფეთ მაღალ სიჩქარეზე ერთგვაროვანი მასის წარმოქმნამდე.

2. მიღებული მასა გადაიტანეთ სუფთა ჭურჭელში, დაამატეთ ფქვილი და კარგად ურიეთ ბლანტი, მკვრივი კონსისტენციის წარმოქმნამდე. დატოვეთ ის 30 წუთით.

3. როდესაც ცომი ამოვა, დაყავით ის 20 თანაბარ ნაწილად და ხელით მიეცით სასურველი ფორმა. საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და მოათავსეთ მასზე ცომის გუნდები ისე, რომ თითოეულ მათგანს შორის გარკვეული სივრცე იყოს დატოვებული.

4. თითოეულ გუნდას სპეციალური ფუნჯის გამოყენებით წაუსვით კვერცხი და მოათავსეთ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში დაახლოებით 30 წუთით.

უგემრიელესი პური, რომელიც მაღაზიაში შეძენილ პროდუქტზე გაცილებით გემრიელი, თანაც ბიუჯეტურია, მზად არის! მისი საოცარი გემოთი აუცილებლად მოხიბლული დარჩებით.