მარტივი ყავის ნამცხვარი კეფირზე – ორიგინალურობა სიმარტივეშია!

313

ნამცხვარს სასიამოვნო ყავის გემო და არომატი აქვს, შოკოლადის ფერი კი ძალიან მადისაღმძვრელია. ბიუჯეტური შემადგენლობის მიუხედავად ძალიან მდიდრული გამოდის. რეცეპტს შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი ინგრედიენტები შემატოთ და გააუმჯობესოთ.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 160გ
  • კვერცხი 2 ცალი
  • შაქარი 180გ
  • ვანილი 10გ
  • გამაფხვიერებელი 1,5 ჩაის კოვზი
  • კარაქი 100გ
  • ყავა 3 ჩაის კოვზი

მომზადება

1.ათქვიფეთ კვერცხი და ვანილი, დაუმატეთ კარაქი და კარგად მოურიეთ.

2.გააცხელეთ კეფირი, დაუმატეთ ყავა და დატოვეთ 5-10 წუთი. ჩაასხით კვერცხის მასაში და ისევ ათქვიფეთ.

3.გაცერით ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად და მოზილეთ ცომი. ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტი და ჩაასხით ცომი.

4.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 30-35 წუთი.

გემრიელად მიირთვით!