მარტივი ფხვიერი ორცხობილა “თოვლის გუნდა”

1114

მარტივი და გემრიელი დესერტის მომზადების ცოდნა ყველას უნდა!

ამიტომ, აუცილებლად შეინახეთ ეს რეცეპტი და გაახარეთ ოჯახის წევრები.

ეს დესერტი ძალიან უხდება ჩაის და ყავას. მინიმალური ინგრედიენტებისგან თქვენ მიიღებთ საოცარ შედეგს.

მხოლოდ 20 წუთი და დესერტი მზად არის!

ინგრედიენტები

  • კარაქი 230გ
  • გამაფხვიერებელი
  • 1 ჩაის კოვზი
  • სახმებელი 3 სუფრის კოვზი
  •  ვანილი გემოვნებით
  • შაქრის ფხვნილი 220გ
  • მარილი
  • ხორბლის ფქვილი 250-280გ

მომზადება

1.დარბილებულ კარაქს დაუმატეთ მარილი და 40გ შაქრის ფხვნილი. კარგად მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

2.ფქვილს დაუმატეთ სახამებელი, გამაფხვიერებელი და ვანილი. მოურიეთ მშრალ ინგრედიენტებს. ნელ-ნელა დაუმატეთ კარაქის მასას და მოზილეთ ცომი.

3.ცომისგან გამოიყვანეთ პატარა ბურთულები.

4.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 8-12 წუთი.

5.მზა ორცხობილები ამოავლეთ შაქრის ფხვნილში.

გემრიელად მიირთვით!